png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ, ან მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან იომებდით. ვერც ერთი ქენით - ვერც მეორე - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას

  • პოლიტიკა
  • 07.06.2022
  • 14:02
თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ, ან მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან იომებდით.  ვერც ერთი ქენით - ვერც მეორე - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას

"ევროკავშირი, ევროცივილიზაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამ არჩევანისკენ მიდიოდა ყველა ქართველი მეფე და რელიგიური თუ საერო მოღვაწე მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, სადაც ევროპული ცივილიზაცია ყალიბდებოდა. ეს იყო იმ მეფის არჩევანიც, რომელიც ყველაზე დიდი და ღვაწლმოსილი მეფე იყო ომში და ბრძოლაში",- განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. მისი თქმით, სწორედ ერეკლე მეფის არჩევანი იყო ის, რაც დღეს საქართველოში რეალიზების გზაზეა.

„ როგორც დღეს გვეუბნებიან, თურმე ის მეფე მოღალატეა; თურმე ის ეკლესია ხელის შემშლელია, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ  სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში  ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანს, როგორც რუს ოლიგარქს უნდა დავუწესოთ სანქციები;  თურმე ის ადამიანები, ვინც პუტინისეული საპრეზიდენტო რესპუბლიკა დააფუძნა საქართველოში და ვინც რუსულ აგრესიას  პირდაღებულები შეხვდნენ, ვინც ციხეებში წამება, ქონების ჩამორთმევა და ათასი უბედურება გამოატარა ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ტროცკისტული მეთოდებით ახალი ქართველის ინჟინერია მოეხდინათ და ახალი ქართველი  „გამოეყვანათ", თურმე ესენი არიან ევროპელები. ყველაფერი შედარებითი და გაზომვადია და   შეადარეთ თქვენი კონსტიტუცია და  დღევანდელი კონსტიტუცია, შეადარეთ თქვენი სასამართლო სისტემის ინსტიტუციური  მოწყობა და დღევანდელი სასამართლოს ინსტიტუციური მოწყობა, შეადარეთ მაშინდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორი იყო და დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებები როგორია, შეადარეთ მაშინდელი საარჩევნო კოდექსი როგორი იყო და დღევანდელი საარჩევნო კოდექსი როგორია, შეადარეთ მაშინდელი მედია - ჭურში ჩაშვებული და დღევანდელი", - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს.

მისი თქმით, 2008 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ ვერც   მშვიდობას შენარჩუნება შეძლო და ვერც იომა.

„თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ ან 2008 წელს მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან თუ ომი დაიწყო, იომებდით, ვერც ერთი ქენით - ვერც მეორე. ერეკლე მეორემ მეთვრამეტე საუკუნეში, სწორედ გეოპოლიტიკურ დახურულ სივრცეში დღევანდელი ცივილიზაციური არჩევანი გააკეთა", -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge