png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყელში ამოვიდა ამდენი მოფერება, ევროპა თუ არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო? - მუფე იაკობი

  • საზოგადოება
  • 12.06.2022
  • 15:09
ყელში ამოვიდა ამდენი მოფერება, ევროპა თუ არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო? - მუფე იაკობი

ყელში ამოვიდა ამდენი მოფერება, ევროპას როგორ დაველაპარაკები, თუ არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო? - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

"ყელში ამოვიდა ამდენი მოფერებები და რაღაცა. ძლივს წესიერად მივდივართ, რომ მშვიდად გავიაროთ. როცა გვიჭირდა, ვინმე დაგვეხმარა? ახლა უარს რომ გვეუბნებიან, რას ეუბნები რუსეთს? რისთვის მეუბნები? სასამართლოსთვის? ისევ მიშას მოსამართლეები არიან. ჩვენთან ვინც დამნაშავე იყო, ყველა შეიფარეს...

ბოლო-ბოლო გაზი ჩემგან გადის? რუსეთის გაზზე ხელს ხომ ითბობს უკრაინაც და ყველაც? ჩვენგან რა უნდათ?! ძირითად სანქციებზე მიერთებულები ვართ, ხო?! ხორბალს და რაღაცას თუ ვიყიდი, ვის ვკითხო? ვინ ეკითხება უკრაინის ხელისუფლებას, ან ევროპის, ან რუსეთის ხელისუფლებას, ვისგან ვიყიდი საჭმელს. მომეცი მაშინ შენ იმ ფასში და შენგან ვიყიდი...

საქართველო მაინც გამოვა ამ მდგომარეობიდან, ვერავინ დაგვაჩოქებს. მაინც გავიმარჯვებთ. სამარცხვინო რაღაცები რაც ხდება, ეს არის სამარცხვინო, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე. სირცხვილია უბრალოდ რაც ხდება.. ჩვენთან ყველა სახლზე ლამის უკრაინის დროშაა და მეტი რა გავუკეთოთ...

ვუსმენ ხოლმე ჩვენს იმეებსაც და სამარცხვინოა. ეს რა თქვეს და... როგორ აბა, ევროპას როგორ დაველაპარაკები, თუ არასწორად იქცევა არ ვეტყვი? ვინ არის, ვისთან რა დამსახურება აქვს ბოლო-ბოლო? ჩვენი სისხლით მოვდივართ საუკუნეებია. და კიდევ უნდათ, რომ სისხლში გაგვსვარონ, კიდე რუსეთთან მარტო გვტოვებენ? მაგიც არ არის, დავრჩებით, დავრჩებით, რას ვიზამთ ეხლა, ძალად ხომ ვერავის ვერაფერს ვერ ეტყვი, თუ ადრეც გამყიდე, ახლაც გამყიდი ხო? ამიტომ დაველოდები გადაწყვეტილებას რა, დაველოდები გადაწყვეტილებას და რავიცი ვუსურვებ იმათ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ", - თქვა მეუფე იაკობმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge