png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

"სირცხვილია" სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს 20 ივნისის აქციაზე იწვევს

  • საზოგადოება
  • 16.06.2022
  • 18:31
"სირცხვილია" სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებს 20 ივნისის აქციაზე იწვევს

სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიამ" საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩები და წარმომადგენლები 20 ივნისის აქციაზე, შინ ევროპისკენ პარლამენტთან მიიწვია.

"მოხარული ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ევროპის მარშზე მოვიწვიოთ, რომელიც თბილისში, პარლამენტის წინ, აქციის სახით დაიწყება და ევროპის მოედნისკენ მსვლელობით დასრულდება. მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პასუხს ელოდება, მიგვაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ერთიანობის დემონსტრირება. სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ ინიცირებული და ორგანიზებული აქცია ხაზს გაუსვამს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს შორის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პოლარიზაცია არ არსებობს.

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს პარტნიორებისა და მეგობრების ფასდაუდებელი შრომით, რომლის მიზანიც ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ წარმართვაა. ვიცით, რომ თქვენ ხართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტი და მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს შეკრებას შეუერთდებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და წარმომადგენლებს ვიხილავთ პარლამენტთან, 20 ივნისს, 20:00 საათზე". - წერს "სირცხვილია" სოციალურ ქსელში.

აქცია 20 ივნისს, 20:00 საათზეა დანიშნული. მანამდე, დღეს, 16 ივნისს, 19:00 საათზე იმავე შინაარსის აქცია იმართება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით.

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას 16 ივნისს თბილისში, ევროპის მოედანზე შეკრება, 14 ივნისს ორბელიანის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე შესთავაზა.

"დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი - ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge