png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ყაზბეგსა და გუდაურში სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

  • საზოგადოება
  • 25.02.2016
  • 17:26
 საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ორგანიზებით,  ყაზბეგსა და გუდაურში სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის ორგანიზებით, 27 და 28 თებერვალს, ყაზბეგსა და გუდაურში სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება.

პალატის ინფორმაციით, სათხილამურო შეჯიბრი გუდაურში დაიწყება 27 თებერვალს, 12 საათზე, პირველსა და მეორე საბაგიროს შორის (სასტუმროების „მარკო პოლოსა“ და „კარპე დიემის“ მიმდებარე ტერიტორიაზე).

საღამოს, შეჯიბრის შემდეგ, მონაწილეები გადაინაცვლებენ ყაზბეგში, სასტუმრო ROOMS-ში, სადაც გაიმართება გალა-ვახშამი.

 გალა-ვახშმის დროს იგეგმება გამარჯვებულთა დაჯილდეობა და პრიზების გადაცემა.

დაჯილდოების შემდეგ გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი, სადაც გაიყიდება სხვადასხვა მხატვრული ნამუშევრები, ცნობილი ფეხბურთელებისა და მორაგბეების მიერ ხელმოწერილი ნივთები და სხვა.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის წევრები, საქართველოში არსებული სხვა ქვეყნების სავაჭრო და სამრეწველო პალატებისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები, ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის საელჩოები, საქართველოში არსებული საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელი წარმომადგენლები, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, “EBRD”, გაერო.

ღონისძიებას ასევე დაესწრება მისი აღმატებულება საფრანგეთის ელჩი საქართველოში, საფრანგეთის ეკონომიკის ატაშე საქართველოში, საქართველოში არსებული ევროპული საელჩოების წარმომადგენლები, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და ა.შ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge