png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია და დაუღალავად მუშაობის დროა - კარლ ჰარცელი

  • კომენტარები
  • 21.06.2022
  • 12:13
საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია და დაუღალავად მუშაობის დროა - კარლ ჰარცელი

ევროპული კომისია ამბობს, რა მოთხოვნები აქვს შესასრულებელი საქართველოს წინსვლისთვის. ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს წევრი სახელმწიფოები დაასკვნიან იმავეს, რაც ევროპულმა კომისიამ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი შეფასებით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია „შინ ევრპისკენ“,  იყო ძალიან დიდი, ღირსეული და მშვიდობიანი მანიფესტაცია საქართველოს პროევროპული არჩევანის.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე ბევრი ადამიანი გავიდა გარეთ, რომლებსაც სურთ, საქართველომ ისარგებლოს შესაძლებლობით, რომელიც ახლა ევროკავშირის მხრიდან მიეცათ.

„ნებას თუ დამრთავთ, შეგახსენებთ იმას, რაც კომისიამ თქვა პარასკევს. უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნა, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს ევროკავშირის მომავალი წევრი, რაც არ აგვერიოს მკაფიო „დიახში“ ევროპული კომისიისგან.

გუშინ მოვუსმინეთ პრეზიდენტ მიშელს, რომელიც კარგად არის ცნობილი ამ ქვეყანაში, მან ხაზი გაუსვა, რომ ახლა დროა, გავაცნობიეროთ, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროკავშირში მომავალი აქვთ. ამ ძლიერი გზავნილებით, ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მოსაზრება ნაკლებად სახარბიელო იყო, ვიდრე მოლდოვისა და უკრაინისთვის, რაც ხაზს უსვამს ახლა გადამჭრელი ნაბიჯების მიღების საჭიროებას ამ მისწრაფებების დემონსტრირებისთვის. ამისთვის ჩვენ გვაქვს შესასრულებელი საქმეები. ევროპული კომისია ამბობს, რა მოთხოვნები აქვს შესასრულებელი საქართველოს წინსვლისთვის. ვიმედოვნებ, უახლოეს დღეებში ევროპული საბჭოს წევრი სახელმწიფოები დაასკვნიან იმავეს, რაც ევროპულმა კომისიამ. რის შემდეგაც გზავნილი იქნება ძალიან მკაფიო, საქართველოს ევროპული ბედი საქართველოს ხელშია და დაუღალავად მუშაობის დროა აუცილებელი ნაბიჯების გადასადგმელად დღის წესრიგის წინსვლისთვის“, – განაცხადა ჰარცელმა.

ფოტო: Euronews Georgia

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge