png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და ქვეყნის წალეკვას - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 21.06.2022
  • 14:02
ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და ქვეყნის წალეკვას - ირაკლი კობახიძე

გუშინდელი აქცია ორგანიზებული იყო ნაცმოძრაობის და „სირცხვილიას“, ანუ მისი ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებული, ეს იყო ბაკურიანის გეგმის შემადგენელი ნაწილი, ეს გეგმა დაისახა ბაკურიანში და დაიწყეს მისი აღსრულება, თუმცა ეს გეგმა არის წარუმატებლობისთვის განწირული ‘ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ბაკურიანის შეკრების მონაწილეებმა ძალიან მარტივი გათვლა ჰქონდათ, მათ ჰქონდათ რატომღაც მოლოდინი, რომ აუცილებლად ორ ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა, ეს საიდანღაც წინასწარ იცოდნენ, ამას უნდა მოყოლოდა აქციები, არეულობა და ბოლო წერტილი ამ გეგმის არის ომი.

„მათ ჰქონდათ რატომღაც, საზოგადოება ამით უნდა დაინტერესდეს, რატომღაც მოლოდინი, რომ აუცილებლად ორ ქვეყანას მიენიჭებოდა კანდიდატის სტატუსი და საქართველოს არა, ეს საიდანღაც წინასწარ იცოდნენ, ამას უნდა მოყოლოდა შემდეგ აქციები, არეულობა და ბოლო წერტილი ამ გეგმის არის ომი, ეს გეგმა ძალაშია, თუმცა ჩვენ არავის მივცემთ ამ გეგმის აღსრულების საშუალებას. რაც შეეხება შეკრების მონაწილეებს გუშინ, ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა და როგორც მოგეხსენებათ ევროპა უნდა ბევრად მეტს, თუნდაც ვიდრე გუშინ იყო გამოსული, გუშინ ბევრი ადამიანი იყო გამოსული რუსთაველზე, თუმცა არის, 3 მილიონი ადამიანი და მეტი საქართველოში დამატებით, რომელიც მხარს უჭერს ევროპას ეს არის საქართველოს მოსახლეობის, 85% .

გარდა ამისა შეგახსენებთ, რომ ეს მიზანი ევროინტეგრაცია პირდაპირ არის დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ გვიტრიალებენ გასული კვერების განმავლობაში იმ მუხლს, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი ხელით კონსტიტუციაში და რომელსაც ხმა არ მისცეს ზუსტად ამ ადამიანებმა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ცინიზმი აქედან ჩანს და ვინ არის რეალურად ევროპის მომხრე და ვინ არა, აქედან ჩანს ძალიან კარგად. გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა, ისინი არ აჟღერებდნენ პოლიტიკურ გზავნილებს, იმისათვის, რომ ხალხი არ დაშლოდათ. თუმცა ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა, გეგმა, რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას, ეს იყო ტერმინი, რომელიც გუშინ გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. მე პირდაპირ გეტყვით, რომ სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა ჩვენ არ გვაქვს, ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული. საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ჩვენ ევროპაში ვერ შევალთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge