png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ეს მისი პირადი გამოხატვის უფლებაა, თუმცა, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია - კალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე

  • კომენტარები
  • 21.06.2022
  • 15:44
ეს მისი პირადი გამოხატვის უფლებაა, თუმცა, სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია - კალაძე სამგორის გამგებლის პოსტზე

"სამგორის გამგებლის განცხადება მე შეიძლება არ მომეწონა, თუმცა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავის პირად სივრცეში აზრის გამოხატვის უფლება", - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონის გამგებლის, კახა სამხარაძის მიერ სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსს.

კახა კალაძის თქმით, მიუღებელია შენიშვნები და კრიტიკა ისმოდეს იმ ადამიანებისა და ტელევიზიების მხრიდან, რომლებიც სიძულვილის ენას თავად აღვივებენ.

"შეიძლება არ მომეწონა ეს განცხადება, ვიღაცას შეიძლება მოეწონა. ეს მისი პირადი გვერდია და თავის პირად სივრცეში ადამიანი, რასაც უნდა იმას დაწერს. შეიძლება ჩემთვის არ იყო მოსაწონი, თუმცა, ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა დაცული. ჩვენ ეს 2012 წელს მოვახერხეთ, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა ქვეყანაში. სიძულვილის ენა კატეგორიულად მიუღებელია, ასევე იმ ადამიანებისგან, როდესაც ამაზე მითითებებს გაძლევს კონკრეტულად ის ადამიანები და ტელევიზიები, საიდანაც სიბინძურის ნიაღვარი - სიძულვილის ენა, ოჯახის შეურაცხყოფა, ოჯახზე თავდასხმები ყოველდღიურად მოდის. ამ ადამიანებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ესენი იყვნენ მთავარი შემოქმედი იმისა, რომ ადამიანს, ვინც ჩვენებას იძლეოდა, ამ ჩვენებას აღეჭინებდნენ და აჭმევდნენ. ასევე, ციხიდან გამოჰყავდათ ხალხი და მანქანაზე გაკოჭილს აუპატიურებდნენ, ბიზნესს აფორმებინებდნენ და ახალგაზრდებს ახოცინებდნენ ქუჩაში. ამ ადამიანებს არანაირი კავშირი არ აქვთ არც დემოკრატიულ ღირებულებებთან, არც ევროპასთან. მეც არ მომწონს, როდესაც თქვენ, ჟურნალისტები შეურაცხყოფაზე გადმოდიხართ და ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლები. შესაბამისად, ყველა უნდა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ სიძულვილის ენას ვებრძოლოთ და ეს ყველაფერი შევაჩეროთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 20 ივნისს პარლამენტის შენობის წინ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს აგინა.

"მე არ ვიცი, ვინ როგორ მოიქცა, მაგრამ დღეს იქ ვინც მივიდა, მე ისევ ვიმეორებ, ჩემს თაობას ვეუბნები, მაგარი სი*ები ხართ, ქვეყნის მტრები ხართ და ვისაც გინდათ პასუხი პირადად გამცეთ, მზად ვარ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე შევხვდეთ", - წერია კახა სამხარაძის სახელით გავრცელებულ პოსტში.

ამ დროისთვის, ეს პოსტი მის ფეისბუკგვერდზე აღარ იძებნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge