png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული - ნიკა გვარამია

  • კომენტარები
  • 23.06.2022
  • 19:19
ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამია რუსთავის ციხიდან მიმართვას ავრცელებს, რომელიც მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გაახმოვანა:  

"ვაქცინა არ მუშაობს! - თქვა ე.წ. "პრემიერმა" ღარიბაშვილმა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 

მრავალფეროვნება და სიტყვის თავისუფლება არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უმცირესობის  და მედიის დარბევის ბრძანება გასცა, რასაც ლექსოს გარდაცვალება და 50-ზე მეტი ჟურნალისტის ჯანმრთელობის დაზიანება მოყვა.

სანქციები არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და საქართველოს ხელისუფლება ოფიციალურად ჩაწერა ანტიდასავლური და ანტიუკრაინული ხელისუფლებების რიგში.

ევროკავშირი არ მუშაობს! - თქვა ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და უკრაინელების გმირული ბრძოლით მოტანილი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დაგვაკარგვინა.

ნატო არ მუშაობს! - თქვა ყატარში ე.წ. პრემიერმა ღარიბაშვილმა და მადრიდის სამიტის წინ, საქართველოს ატლანტიკური ინტეგრაციის და ტერიტორიული მთლიანობის გასაღები რუსეთს გადასცა.

ღარიბაშვილის გუშინდელი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური გამოსვლა უნდა იყოს მისი უკანასკნელი ტექსტი ქართული სახელმწიფოს სახელით წარმოთქმული! 20 ივნისის მსგავსი აქციებით და ყველა სხვა პროდასავლური პლატფორმის გამოყენებით, მაგალითად ხვალინდელ აქციაზე, ბევრჯერ უნდა ვთქვათ, რომ თუ რამე არ მუშაობს, ეს ქართული ოცნება და ივანიშვილის რუსული ოლიგარქიული დიქტატურაა! ღარიბაშვილი და ივანიშვილის ყველა სხვა მარიონეტი, ქართული სახელმწიფოს სიმსივნური მეტასტაზებიდან ქართული პოლიტიკის შხამიან სიცარიელედ უნდა ვაქციოთ!

დიდება ერს!

საქართველო ივანიშვილის გარეშე!

P.S. ელენე ხოშტარიას ბოლო დროინდელი აქტივობები სანქციებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ, უმნიშვნელოვანესი და გამორჩეულად ეფექტიანი ბრძოლის ფორმაა. ჩემი სრული მხარდაჭერა ლაკას!" - ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge