png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დაიშალოს მთავრობა, გადადგეს ღარიბაშვილი, დაისაჯოს ივანიშვილი, დაწესდეს სანქციები ქვეყნის წინაშე – ეს არის ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მთავარი თემა. ეს უნდა იყოს დავიწყებული - ვოლსკი

  • კომენტარები
  • 25.06.2022
  • 13:09
დაიშალოს მთავრობა, გადადგეს ღარიბაშვილი, დაისაჯოს ივანიშვილი, დაწესდეს სანქციები ქვეყნის წინაშე – ეს არის ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მთავარი თემა. ეს უნდა იყოს დავიწყებული - ვოლსკი

დაიშალოს მთავრობა, გადადგეს მთავრობის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, დაწესდეს სანქციები ქვეყნის წინაშე – ეს არის დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგში მთავარი თემა. ეს დღის წესრიგი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დავიწყებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპული პერსპექტივის დაკინენება არის ერთ-ერთი შეცდომა განსაკუთრებულად „ნაცმოძრაობისთვის“ ეს არის გამიზნული მავნებლური სტრატეგია.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დაკნინება ევროპული პერსპექტივის დადასტურებისა, ამ კომპეტენტური სტრუქტურებისა და კომპეტენტური ადამიანების მიერ მოლოცვის შემდეგ, არის ერთ-ერთი შეცდომა ზოგისთვის და ზოგისთვის, განსაკუთრებულად „ნაცმოძრაობისთვის“ ეს არის გამიზნული მავნებლური სტრატეგია; ამის დაკნინება არ შეიძლება, ჯერ ერთი და მეორე – მოლოცვის უკან უნდა წავიკითხოთ ის პერსპექტივა, რაც საქართველოს აქვს", - თქვა ვოლსიმ.

მისი თქმით, პარტიებმა კეთილი უნდა ინებონ და კონსტრუქციული მიმართულებით განვითარებაზე ისაუბრონ, იფიქრონ და არა იმ ქაოტური სიტუაციის შექმნის მცდელობა ჰქონდეთ, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებამ იხილა.

მისივე თქმით, დეპოლარიზაცია არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც მეგობრული ურთიერთობები და პიროვნული ურთიერთობები განვითარდეს ან დაბადების დღეებზე იაროს ხალხმა ერთმანეთთან.

„ეს არის მუშაობა კონკრეტულ საკითხებზე, რომელიც არის საჭირო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. საბოტაჟის რეჟიმი ვიხილეთ, მაგრამ სტრატეგიულ გეგმებთან, ქვეყნის გადარჩენასთან, ამ ურთულეს სიტუაციაში სამშვიდობოზე საქართველოს გაყვანის თემებთან დაკავშირებით არავითარი სურვილი, არავითარი მისწრაფება არ არსებობს; დაიშალოს მთავრობა, გადადგეს მთავრობის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დაისაჯოს, დაწესდეს სანქციები ქვეყნის წინაშე – ეს არის დღეს ოპოზიციის გარკვეული ნაწილის დღის წესრიგში მთავარი თემა. ეს დღის წესრიგი, უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს დავიწყებული, ჩვენი მხრიდანაც, რასაკვირველია, ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რათა ეს რეკომენდაცია შესრულდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge