png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, უარყოფა ამ გაწვდილი ხელის და არარეალური მოთხოვნები - სუბარი

  • კომენტარები
  • 25.06.2022
  • 14:02
ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, უარყოფა ამ გაწვდილი ხელის და არარეალური მოთხოვნები - სუბარი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება; პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, აბსოლუტური უარყოფა ამ გაწვდილი ხელის და არარეალური მოთხოვნები – ხელისუფლების გადადგომა და ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებმაც ქართველმა ხალხმა მრავალჯერ უთხრა, რომ მათ არასდროს არ აირჩევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, სოზარ სუბარი აცხადებს.

სუბარის თქმით, საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია და ამას საქართველო ათწლეულების განმვლობაში ითხოვდა და ელოდებოდა ევროპისგან.

„აქვე ითქვა 12-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომლის შესრულების შემდეგ ავტომატურად ვიღებთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსს. პირველი არის დეპოლარიზაცია და სწორედ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაუწოდა ხელი ოპოზიციას თანამშრომლობისკენ, რომ ერთად შევასრულოთ ქართველი ხალხის ეს სანუკვარი ოცნება; პასუხად მივიღეთ აბსოლუტური პოლარიზაცია, აბსოლუტური უარყოფა ამ გაწვდილი ხელის და არარეალური მოთხოვნები – ხელისუფლების გადადგომა და ხელისუფლების გადაბარება იმ ძალებისთვის, რომლებმაც ქართველმა ხალხმა მრავალჯერ უთხრა, რომ მათ არასდროს არ აირჩევს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და შესაბამისად, ისინი არ აპირებენ ამ პროცესში მონაწილეობას; ყველა შემთხვევაში, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა ევროპისკენ და დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირში შემავალი ქვეყნები, ევროკომისია, ევროპარლამენტი ნათლად დაინახავენ იმ სურათს, რაც ხდება დღეს საქართველოში; შესაბამისად, გააგრძელებენ მუშაობას ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ იქ, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მხოლოდ შევასრულოთ ყველაფერი ისე, როგორც ქართველი ხალხი იმსახურებს, ხოლო სადაც პოლარიზაციის მოხსნა ვერ ხერხდება, გადავდოთ ეს საკითხი განზე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge