png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხალხი უფრო მეტად უნდა გაერთიანდეს და მოითხოვოს, რომ სწორი გეზი აიღოს ქვეყანამ ევროპისკენ - ნინო სუხიშვილი

  • კომენტარები
  • 25.06.2022
  • 14:50
ხალხი უფრო მეტად უნდა გაერთიანდეს და მოითხოვოს, რომ სწორი გეზი აიღოს ქვეყანამ ევროპისკენ - ნინო სუხიშვილი

ხალხი უფრო მეტად უნდა გაერთიანდეს და მოითხოვოს, რომ სწორი გეზი აიღოს ქვეყანამ ევროპისკენ იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ხსნა, - ამის შესახებ ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში განაცხადა

მისი თქმით, ევროპა არის პრივილეგიები, მომავლის იმედი, უამრავი ის პირობა, რითიც ქვეყანა ამოვა თავისი მძიმე მდგომარეობიდან, "როგორც ეკონომიკური, ასევე, სამედიცინო, განათლება, ყველაფრის მეტი უფლება გაუჩნდება საქართველოს მოქალაქეებს".

"ევროპული ოჯახის ნაწილი აუცილებლად უნდა გახდეს საქართველო. ამის პერსპექტივა კი არის, თუმცა ჯერჯერობით მკრთალი, მაგრამ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება მოსახლეობას, საზოგადოებას, სახელმწიფოს, რომ რაღაცნაირად გავიტანოთ ეს და არ მოვცილდეთ აი, ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, რაც ახლა ხდება მსოფლიოში.

ევროპა არის ცივილიზებული სამყარო, რომლის ნაწილიც უნდა იყოს საქართველო. ყოველთვის ამისკენ იყო ორიენტირებული საქართველო და ეს არის ზუსტად მნიშვნელოვანი ნაწილი, ეს იქნება თავისუფლება, დემოკრატიული გზით სვლა თუ რაღაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ძალიან ბევრი პუნქტია, თუნდაც ლეგალიზაცია ჩვენი მოსახლეობის, რომლებიც დღეს ევროპაში არალეგალურად არიან, ექნებათ საშუალება ლეგალურად იმუშაონ ევროპაში, სწავლა-განათლება მიიღონ, იმკურნალონ და ა.შ. ევროპა ჩემთვის არის რა თქმა უნდა, ის ტერიტორია, რომლის ნაწილიც მინდა ვიყო, ვიდრე...ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით თავს [ევროპის ნაწილად], ჩვენ ყოველთვის ევროპა ვიყავით, ყოველთვის იქითკენ გვქონდა თვალი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია...

ქართულ ცეკვაში როგორ ჩანს თავისუფლებისმოყვარე ერის სული, მებრძოლი და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა და ლტოლვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სულ ჰქონდა და ეს ძალიან საგრძნობია. ამიტომ ეს აღფრთოვანება ქვეყნის მიმართ ყოველთვის ვხედავ ევროპის ქვეყნებშიც და მთელ მსოფლიოში. იმიტომ რომ მაინც ვთვლი, რომ სავიზიტო ბარათი ვართ ჩვენ ჩვენი ქვეყნის და მთელ მსოფლიოში გაგვაქვს ეს კულტურა, უკვე ამდენი წლებია. პირველები ვიყავით, ვინც იმდროინდელ საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან გავაღწიეთ და ამ რკინის ფარდის მიღმა აღმოვჩნდით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. აღარ გვინდა დაბრუნება, ყოველთვის, მაშინაც კი საქართველოს სახელით გაგვქონდა ქვეყნის კულტურა და ტრადიცია და ახლაც აღარ გვინდა, რომ ისევ, აი აქ დავბრუნდეთ იმ ტოტალიტარულ რეჟიმში, რომელშიც ამდენი წელი გავატარეთ. ამიტომ ეს მომავლის სხივი რომ გაჩნდა, ძალიან დიდი იმედი იყო და მე მაინც ოპტიმისტი ვარ და ეს მკრთალი პერსპექტივა, რომელიც დღეს გვაქვს, მაინც დიდ იმედს მაძლევს", - თქვა ნინო სუხიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge