png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ახლა არ არის დრო, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ, დროა, ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ - დეგნანი

  • კომენტარები
  • 28.06.2022
  • 21:35
ახლა არ არის დრო, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ, დროა, ორი ქვეყანა გაერთიანდეს ოკუპანტის წინააღმდეგ - დეგნანი

უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და სიცოცხლისთვის, ახლა არ არის დრო, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ, ახლა დროა, ორი ქვეყანა გაერთიანდეს მათი ქვეყნების ოკუპანტის წინააღმდეგ, – ამის უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა მედიის კითხვებს, დავით არახამიას განცხადებებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

„მე გეთანხმებით, რომ ეს არის მართლაც ძალიან სერიოზული ბრალდებები და როგორც ადრე ვთქვი, ასეთი დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს, ჩემი აზრით, მთავრობებს შორის და არა მედიით. ამით შეურაცხყოფას არ ვაყენებ მედიას, მაგრამ ჩემი აზრით, არის საკითხები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ეომება უკრაინას, რომლებიც უნდა განიხილებოდეს მთავრობების დონეზე. მე მოვისმინე საქართველოს მთავრობის პასუხი ამ ბრალდებაზე და ბატონ არახამიას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება. ასე რომ, მე ვიტყვი, რომ ასეთი ტიპის საკითხები ორ ქვეყანას შორის უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ ამის საჯაროდ გაკეთება, რადგან ასეთი პაექრობა საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და სიცოცხლისთვის, ახლა არ არის დრო, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ. ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს მათი ქვეყნების ოკუპანტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge