png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნათელა გრიგალაშვილი UNESCO-ს საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსის ჟიურის წევრად მიიწვიეს

  • საზოგადოება
  • 29.06.2022
  • 22:14
ნათელა გრიგალაშვილი UNESCO-ს საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსის ჟიურის წევრად მიიწვიეს

ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი UNESCO-ს საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსის ჟიურის წევრად მიიწვიეს.

"მოხარული ვარ, რომ წელს, UNESCO-ს საერთაშორისო ახალგაზრდული ფოტოკონკურსის ჟიურის წევრად მიმიწვიეს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს 14-25 წლამდე, შესაბამის ასაკობრივ და თემატურ კატეგორიებში. გადადით საიტზე, გაეცანით წესებს და აუცილებლად მიიღეთ მონაწილეობა", - წერს ნათელა გრიგალაშვილი სოციალურ ქსელში.

ნათელა გრიგალაშვილი არის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფოტოგრაფი და ყოფილი ფოტორეპორტიორი და კინოოპერატორი. გრიგალაშვილი 2007 წელს ქართულ ფოტოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ალექსანდრე როინიშვილის პრემიით.

დააარსა ფოტოკლუბები ჯავახეთში (2014), პანკისის ხეობაში (2015) და აჭარაში (2016).

2015 წელს ნათელა გრიგალაშვილის ინიციატივით შეიქმნა დოკუმენტური ფოტოგრაფიის პირველი სააგენტო "Kontaktphoto". სააგენტოს მიზანია ფოტოგრაფებისთვის ხელშეწყობა ყველა ეტაპზე. სააგენტო მხარს უჭერს ჯგუფურ და ინდივიდუალურ ფოტოპროექტებს, რომელთაც აქვთ დოკუმენტური და ჰუმანური ხედვა, რომლებშიც აისახება დღევანდელი ყოფა, თანამედროვე სამყარო და ადამიანი ამ სამყაროში.

სააგენტოს მიზანია, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საქართველოში ფოტოგრაფიის განვითარებას, ჩაატაროს სემინარები, მასტერკლასები და მოაწყოს შეხვედრები.

მისი ცნობილი ფოტოსერიებია: „დედაჩემის წიგნი“, „დუხობორების მიწა“, „თაგვების სოფელი“, „ცხოველების მარკეტი“, „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“ და „პანკისის ხეობის ქალები“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge