png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ოთარ დანელია მარსელში სოფლის მეურნეობის გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

  • ეკონომიკა
  • 26.02.2016
  • 13:00
ოთარ დანელია მარსელში სოფლის მეურნეობის გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ოთარ დანელია მარსელში, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში სოფლის მეურნეობის გამოფენის გახსნას დაესწრო, სადაც ქართული ღვინის კულტურის შესახებ მუდმივმოქმედი კუთხე იქნება წარმოდგენილი. გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ოთარ დანელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, როდესაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზეა, მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნებში საქართველოს როგორც ღვინის უძველესი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციის მქონე ქვეყნის პოპულარიზაცია. ეს, ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის მიმართ ცნობადობის გაზრდას და ევროპის ბაზარზე დამკვიდრებას.

ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში გამოფენილი ექსპოზიციები უძველესი დროიდან სოფლის მეურნეობის განვითარების ეტაპებს ასახავს. ქართულ სტენდზე ტრადიციულ საღვინე ჭურჭელთან ერთად, ქართული მარნის ატრიბუტები - ქვევრი, სარცხი, ორშიმო, ისტორიული არტეფაქტები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არის წარმოდგენილი. აღნიშნულ მუზეუმს, რომელიც სხვადასხვა მიმართულების (სოფლის მეურნეობა, კულტურა, რელიგია და ა.შ) დარბაზებს აერთიანებს, ყოველდღიურად 20 ათსამდე ვიზიტორი სტუმრობს. ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ცივილიზაციის მუზეუმში გამოფენების გარდა სემინარები, ფორუმები და კოლოქვიუმებიც იმართება.

მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში ქართული ღვინის კუთხის გახსნა საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და მარსელის მუზეუმს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გახდა შესაძლებელი.

გამოფენის გახსნაზე მუზეუმის პრეზიდენტმა, მარსელის ვიცე-მერმა ჟან ფრანსუა შუნიემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, რომ ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმში საქართველო წარმოდგენილი იყოს, როგორც ამ ცივილიზაციის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველო წარმოადგენს კაცობრიობის ისტორიაში მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას. საქართველოში მეღვინეობა არსებობისა და განვითარების 8 ათასწლიან უწყვეტ ტრადიციას ითვლის. ქვევრში ღვინის დაყენების ქართული, ტრადიციული წესი კი, უნიკალურია მსოფლიოში და 2013 წლიდან შესულია იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. აღნიშნული გამოფენა, რომელიც შემეცნებითი ხასიათისაა, ხელს შეუწყობს ფართო საზოგადოება გაეცნოს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციას, რომლის განუყოფელი ნაწილიც   საქართველოა.

გამოფენის გახსნას მუზეუმის პრეზიდენტი, მარსელის ვიცე-მერი ჟან ფრანსუა შუნიე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, კულტურის მოღვაწეები, სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებონენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge