png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

გასარკვევია რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა - ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

  • კომენტარები
  • 01.07.2022
  • 13:07
გასარკვევია რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა - ანრი ოხანაშვილი ვატო წერეთელზე

ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. ყველამ ნახოს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და თქვას ეს ყველაფერი. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა, - ამის „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა აშშ-ის საელჩოშ გუშინდელი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო "უბინძურესი პროვოკაცია“.

„აქ საუბარი არ არის რაღაც კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, პერსონალურ სიტყვაზე, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს, დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ქართველი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. ეს იყო სიბილწის საზღვარი, თუ შეიძლება, რომ ყველაფერს გასცდე, იკადრო და ყველაფერი ბინძური გააკეთო. მე ამ სიტყვებს აქ ვერ და არ გავიმეორებ.

აქედან გამომდინარე, დაუყოვნებლივ ჩავაყენე საქმის კურსში ამერიკელი მეგობრები. მზად ვარ და ჩემი სურვილია, რომ აბსოლუტურად ყველაფერი, ყველას გადაადგილება, იქ ყოფნის პერიოდი გასაჯაროვდეს. ყველამ ნახოს, რაც გააკეთა, როგორ მოვიდა, როგორ გამიხმო გვერდით და თქვას ეს ყველაფერი. გასარკვევია ასევე, რა მდგომარეობაში იყო ეს ადამიანი, რადგან მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ჰქონდა შესაბამისი თრობა. ჩაიტაროს ექსპერტიზა, სადაც უნდა და დადგინდეს ყველაფერი, როგორ შეიძლება, თუ ეს დადასტურდება, რომ ამერიკის საელჩოში ადამიანი ასეთ მდგომარეობაში მივიდეს, გამიზნულად გეგმავს უბინძურეს პროვოკაციას და ადამიანს ღირსების შემლახველ სიტყვებს ეუბნება.

მე ძალიან კარგად ვიცი თმენის ვალდებულება და ყოფილა პროვოცირებული შემთხვევები, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც შეურაცხყოფის მოყენებასაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ეს გასცდა აბსოლუტურად ყოველგვარ საზღვარს. შესაბამისად, მე მზად ვარ და ჩემი სურვილია, გასაჯაროვდეს ყველაფერი. მექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრა და სურვილს გამოვთქვამ, გასაჯაროვდეს ყველაფერი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge