png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ანრი ოხანაშვილს 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე - ბექა ოდიშარია

  • კომენტარები
  • 01.07.2022
  • 16:48
 ანრი ოხანაშვილს 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე - ბექა ოდიშარია

6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე, - განაცხადა აშშ-ის საელჩოში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილის შესახებ "ქართული ოცნების"დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ.

მისი თქმით, ანრი ოხანაშვილმა, რომელიც ძალიან აღელვებული იყო, მას კიდევ რამდენიმე დეპუტატს უთხრა, რომ ვატო წერეთელმა უმძიმესი შურაცხყოფა მიაყენა.

"გიამბობთ მხოლოდ იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე. ღონისძიების შემდეგ გასასვლელისკენ რამდენიმე კოლეგა მივდიოდით ერთმანეთის მიყოლებით, რა დროსაც გამოჩნდა საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი, რომელსაც 6 წელია ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს - კაცს ფერი არ ედო სახეზე. მან ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას და მთელ გუნდს მიაყენეს. იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით ისეთ ადგილას და ისეთ თარიღზე, რომ ეს ჩვენ სხვა არაფრის ფიქრის საშუალებას არ გვაძლევდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მიუხედავად ამისა, ჩვენ განვაგრძეთ ინერციით გასასვლელისკენ წასვლა, რა დროსაც გამოჩნდა ამ მიმართულებით ვატო წერეთელი, თანმხლებ ქალბატონ კოლეგასთან ერთად." - განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ცდილობდნენ ვითარების განმუხტვას, თუმცა შეხლა-შემოხლა ვერ აირიდეს თავიდან.

"სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ. იმას, რომ ადამიანები ვცდილობდით, რომ ეს განგვემუხტა, ამას ადასტურებს თავად ვატო წერეთელი და მისი თანმხლები ქალბატონი კოლეგა. შესაბამისად, დანარჩენზე შეფასებებზე, ფაქტებზე და ამ მოვლენაზე ვისაუბროთ მას შემდეგ რაც გასაჯაროვდება კამერების ფირები" - აცხადებს ოდიშარია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge