png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ვარ ძალიან გულდაწყვეტილი - წულუკიანი "ქართული ოცნებიდან" წასულებზე

  • კომენტარები
  • 01.07.2022
  • 18:09
ვარ ძალიან გულდაწყვეტილი - წულუკიანი "ქართული ოცნებიდან" წასულებზე

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშილისა და დიმიტრი ხუნდაძის პარტიიდან წასვლის გამო, გულდაწყვეტილია.

მისი თქმით, მათი პარტიიდან წასვლა მედიით შეიტყო, როდესაც  ვატიკანში იმყოფებოდა.

„ვარ ძალიან გულდაწყვეტილი. თუმცა, აქ საუბარია, როგორც აღმოჩნდა იმაზე, რომ ის სიმართლე თუ სიმართლეები, თუ კულუარები თუ კულისები, რაც გნებავთ, ის დაარქვით, არც ერთ ქვეყანაში და მათ შორის არც საქართველოში, ვერც პრემიერ-მინისტრის, ვერც პარლამენტის თავმჯდომარის, ვერც ვიცე-პრემიერის, მინისტრის თუ დეპუტატის მიერ, ვერასდროს ვერ არის ხოლმე და არ უნდა იყოს ბოლომდე გამოტანილი საზოგადოებაში. ეს არსად არ ხდება და ეს არ არის წესი. ამით, შეიძლება, სხვა რაღაც პროცესებს დაუდო სათავე, როდესაც ხარ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. როგორც ჩანს, უფრო მეტი რეალობის და ინფორმაციის მიწოდების, უფრო მაღალი დოზით მიწოდების სურვილი გაუჩნდათ ჩვენს წევრებს და მათ დაგვტოვეს სწორედ ამ მიზნით. ვნახოთ, რა იქნება მათი სათქმელი, კიდევ მეტი ალბათ, ვიდრე მოვისმინეთ და რა თქმა უნდა, შეფასებებიც გაკეთდება შესაბამისი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს, თუმცა პარლამენტში დეპუტატის მანდატებს ინარჩუნებენ. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრების თქმით, მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პროცესებსა და ქვეყნის უსაფრთხოების რისკებთან დაკავშირებით, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge