png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ამაღამ ვრჩებით რუსთაველის გამზირზე - გიგა მაქარაშვილი

  • კომენტარები
  • 03.07.2022
  • 17:09
ამაღამ ვრჩებით რუსთაველის გამზირზე - გიგა მაქარაშვილი

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციისთვის "შინ ევროპისკენ" მზადება უკვე დაწყებულია.

დღეს, 20:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის წინ შეიკრიბებიან და შემდგომი დღეების სამოქმედო გეგმას გამოაცხადებენ.

სამოქალაქო მოძრაობის განცხადებით, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ.

"ამაღამ ვრჩებით რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ერთმანეთის ძალა უნდა ვნახოთ, უნდა ვნახოთ როგორი მტკიცეა ჩვენი ნება. ამიტომ ვისაც შეგიძლიათ დარჩენა, აუცილებლად მოემზადეთ ამისთვის, თბილი სამოსიც წამოიღეთ, იქონიეთ ტელეფონის დამტენი საშუალებები. ჩვენ ადგილზე დაგახევდრებთ ბევრ საინტერესო ეპიზოდს...

ვნახოთ უკვე "ქართული ოცნება" რას დაუპირისპირებს ამ ჩვენ მშვიდობიან პროტესტს და ჩვენ არავის, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის, არცერთი წამით არ მოვუწოდებთ არანაირი ძალადობისკენ, პირიქით", - ამბობს ტვ "პირველის" ეთერში მოძრაობა "სირცხვილიას" ერთ-ერთმა წევრმა გიგა მაქარაშვილმა.

3 ივლისს თბილისში სახალხო მოძრაობის, "შინ ევროპისკენ" ორგანიზებით მორიგი აქცია გაიმართება. თბილისში დაგეგმილ აქციას რეგიონებიდან უერთდებიან. აჭარა, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, გურია - სხვადასხვა ქალაქიდან თბილისის მიმართულებით მოქალაქეები უკვე გამოემართნენ.

შეგახსენებთ, 24 ივნისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე, მოძრაობამ "შინ ევროპისკენ" წამოაყენა მთავარი მოთხოვნები - ერთი კვირის ვადაში პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გადადგომა და ეროვნული თანხმობით მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს.

მოძრაობის მესვეურებმა ამ მოთხოვნების შესასრულებლად ხელისუფლებას 1-კვირიანი ვადა მისცეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge