png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

5 ივლისს იყო მოვლენა, რომელიც ჩვენს უახლეს ისტორიაში არის საერთოდ ამოვარდნა მდგომარეობიდან - შალვა პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 06.07.2022
  • 12:47
5 ივლისს იყო მოვლენა, რომელიც ჩვენს უახლეს ისტორიაში არის საერთოდ ამოვარდნა მდგომარეობიდან - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის მიერ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ კონსტიტუციურ სარჩელს ეხმიანება.

მისი თქმით, სარჩელის შეტანის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

„ეს ჩემი განსახილველი საკითხი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს თუკი მიმართავს შესაბამისი სუბიექტი, ამ შემთხვევაში, ომბუდსმენს ეს უფლებამოსილება არ აქვს, მაგრამ მან განაცხადა, რომ მიმართავს იმ სუბიექტებს, რომლებსაც აქვთ ეს უფლებამოსილება. ეს გახლავთ მათ შორის დეპუტატები. ამიტომ, სარჩელს თუ შეიტანენ, შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, მე ამას შინაარსობრივად ვერ განვიხილავ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 5 ივლისის მოვლენები მდგომარეობიდან ამოვარდნა იყო.

„არ მინდა, შინაარსობრივად შევიდე და რამე დავაკავშირო ან არ დავაკავშირო ერთმანეთთან. ზოგადად, 5 ივლისს რაც შეეხება, ყველამ შეაფასა უკვე და ჩვენი და საზოგადოების დამოკიდებულებაც ცნობილია. ეს იყო მოვლენა, რომელიც ჩვენს უახლეს ისტორიაში არის საერთოდ ამოვარდნა მდგომარეობიდან, რომელშიც ჩვენ, საზოგადოება შეჩვეული ვიყავით. მათ შორის მედია ყოველთვის არის სხვადასხვა მოვლენის ეპიცენტრში და ნამდვილად ამოვარდნა იყო, რომ ამხელა აგრესია იყო გამოხატული ჟურნალისტების მიმართ. ძალადობა, რაც ჩვენ ვნახეთ, ერთი მხრივ, დასასჯელიც არის, დასაგმობია, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, გასააზრებელია ამოვარდნა, რაც ჩვენ 5 ივლისს ვნახეთ. ვცდილობ, არ შევიდე საკონსტიტუციოო სასამართლოს კომპეტენციაში. თუ შეიტანს ვინმე სარჩელს, სასამართლო განიხილავს და ჩვენ ვნახავთ ამ განხილვის პროცესს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით გუშინ განაცხადა, რომ მოამზადეს კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ეხებ 5 ივლისის უკანონო ქმედებების ორგანიზატორი ჯგუფმა შექმნილი პოლიტიკური პარტიის აკრძალვას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge