png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, განუხორციელებელი იდეა მგონია - ნიკა გვარამია

  • კომენტარები
  • 06.07.2022
  • 13:23
არ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, განუხორციელებელი იდეა მგონია - ნიკა გვარამია

არ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, ეს განუხორციელებელი იდეა მგონია, - ამის შესახებ "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გავარმიამ ტვ პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციისა და NGO-ების დაუღალავი მუშაობით ქვეყანამ ვადამდელ არჩევნებს უნდა მიაღწიოს.

"მე გულწრფელად გეტყვით, რომ აქ მიმაჩნია, რომ ჩვენ ვცოდავთ, იმიტომ, რომ ძალიან კომფორტის შექმნა, ზედმეტად არ შეიძლება, ნებისმიერ ვითარებაში, კრიტიკული შეკითხვები უნდა დავსვათ, მაგალითად, მე არ მიმაჩნია სწორად გარდამავალი თუ ტექნიკური მთავრობა, ეს განუხორციელებელი იდეა მგონია. ამავდროულად 12 პუნქტი, რომლის შესრულებაზეც ვლაპარაკობთ, არცერთი პუნქტი არ არის მთავრობის შესასრულებელი პრაქტიკულად. შეკითხვა ისმის, რას ემსახურება მათი ეს იდეა, მე არ ვიძახი, რომ ეს იდეა ცუდია, მაგრამ არასწორია, თან ძალიან მოწყვლადი იდეაა, იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც უკავშირდება თანამდებობებს, სახელებსა და გვარებს, არის მოწყვლადი ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდის წინაშეც და ხალხისთვისაც მოწყვლადია, იმიტომ, რომ სხვა განცდები ჩნდება. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მარტივად და მკაფიოდ შიგნით აქციით, გარეთ სანქციით და ოპოზიციისა და NGO-ების დაუღალავი მუშაობით ჩვენ უნდა მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს იმ სისტემით, რომელიც სწორია, იმ ცესკო-თი რომელიც მიუკერძოებელი იქნება, სასამართლოს იმ შემადგენლობებით, რომელიც ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს და პროკურორის დეპოლიტიზაციით", - თქვა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge