png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ხვალ დილისთვის გადავწყვეტთ, პაპუაშვილთან შეხვედრაზე რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია - ლევან ბეჟაშვილი

  • კომენტარები
  • 06.07.2022
  • 18:24
ხვალ დილისთვის გადავწყვეტთ, პაპუაშვილთან შეხვედრაზე რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია - ლევან ბეჟაშვილი

ხვალ დილისთვის საპარლამენტო ოპოზიციას ექნება თავისი ჩამოყალიბებული დღის წესრიგი და ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე ბრიფინგი გაკეთდება, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, პაპუაშვილთან შეხვედრაზე რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დრო საკმაოდ ცოტაა და 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამიტომ კონსულტაციები გაგრძელდება.

"ხვალ დილისთვის საპარლამენტო ოპოზიციას ექნება თავისი ჩამოყალიბებული დღის წესრიგი და ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე ბრიფინგი გაკეთდება, მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, პაპუაშვილთან შეხვედრაზე რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის თაობაზე „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ნაციონალური მოძრაობისათვის“ მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ერთიანი ფორმატით იყოს წარმოდგენილი და აქ, ამ შემთხვევაში, პაპუაშვილს კი არ ვესაუბროთ დეპოლარიზაციაზე, როგორ მოიქცევა ჭკვიანად ოპოზიცია, არამედ ვესაუბროთ არსებით საკითხებზე; კომისიებში დროის გაჭიანურებაზე კი არ ვესაუბროთ, არამედ ვესაუბროთ რიგგარეშე სესიის კონკრეტულ დღის წესრიგზე. არის საკითხები, რომელიც უკვე მომზადებულია, ამას განხილვაც არ სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი არის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს და მრავალპარტიულობის ელემენტს გააჩენს ქართულ პოლიტიკაში და არ იქნება მარტო ორი პარტია მთავარი.

ასევე მნიშვნელოვანი არის ანტიკორუფციული მიმართულებით შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უკვე წარდგენილი არის და რომლის განხილვა და მიღება უკვე შესაძლებელია. ამიტომ ჩვენ კონკრეტული დღის წესრიგით არასამთავრობო ორგანიზაციებთან გუშინდელი შეხვედრის შემდეგ შეთანხმებული დღის წესრიგით რიგგარეშე სესიის მოთხოვნას დავაყენებთ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge