png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო - ირაკლი კობახიძე

  • კომენტარები
  • 13.07.2022
  • 23:54
ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს დღევანდელ განცხადებას ეხმიანება და "სამარცხვინოს" უწოდებს.

ტელეარხ "იმედის" ეთერში, კობახიძემ განაცხადა, რომ "სიტყვების დამარცვლა საქართველოში არავის სჭირდება და საზოგადოება ძალიან კარგად ფასებს ყველაფერს".

"ქალბატონ რასას განცხადება უბრალოდ სამარცხვინო იყო. ამ განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს და იმეორებს იმას, რაც ჩაიწერა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება განმარტებები. აქ სიტყვების დამარცვლა კი არ არის საჭირო, საჭიროა ფაქტების მოყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმართება ქვეყანა.

როდესაც საუბარია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო ჩართულობაზე, გვქონია ჩვენ ამაზე საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებთან და ვეუბნებით, რომ ფაქტები არ აქვთ. ვერცერთ ფაქტი ვერც საჯაროდ და ვერც ერთი-ერთზე ვერ წარმოადგინეს. ფაქტი არ გაქვს, მაგრამ რაღაც წარმოდგენა ხომ შეიძლება გქონდეთ, როგორ, რა ფორმით შეიძლება იყოს ეს ადამიანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და როგორ შეიძლება ახერხებდეს გამოჩენის გარეშე მთელი სახელმწიფოს კონტროლს, რასაც ამტკიცებენ. არ ვიცი ეს რამდენად სერიოზულად შეიძლება ამტკიცოს ვინმემ, მაგრამ მაშინ უნდა აღიარონ, რომ ამ ადამიანს ხელს უწყობს რაღაც ზებუნებრივი ძალები. ავიღოთ მაგალითად ტელევიზიის მართვა, როგორ წარმოგიდგენიათ ტელევიზიის მენეჯერი დილაობით არ მოდის სამსახურში და აკონტროლებს ტელეკომპანიას. ერთი კორპორაციის მართვაც კი რთულია, თუ ყოველდღიურად არ დადიხარ სამსახურში, ან კვირაში ერთხელ თუ მაინც არ მიდიხარ, რამდენიმე ასეული ადამიანია და წარმოიდგინეთ, 4 მილიონიანი ქვეყანა, საერთოდ არ ჩნდები და აკონტროლებ სიტუაციას ამ სახელმწიფოში ყოველგვარი გამოჩენის გარეშე, თვეში ერთხელ ვიღაცას ურეკავ, თუ არ ვიცი რა წარმოუდგენიათ. არათუ ფაქტები არ აქვთ, წარმოდგენაც კი არ აქვთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევრპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით სვენ მიკსერის ანგარიში მოისმინეს, განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს "დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge