png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ჩვენი გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს - ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე

  • კომენტარები
  • 15.07.2022
  • 21:44
ჩვენი გუნდი ამ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს - ოხანაშვილი რიგგარეშე სესიაზე

რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში, - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევასთან დაკავშირებით.

ოხანაშვილის განცხადებით, ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა.

„ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, ეს არის სრულიად ალოგიკური, არათანმიმდევრული და შეუსაბამო უპირველეს ყოვლისა, 12-პუნქტიან გეგმასთან და 12-პუნქტიანი გეგმის სულისკვეთებასთან, ვინაიდან პირველივე პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა, დეპოლარიზაციაზე მხარეებმა იმუშაონ. მთელი არსი ისაა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად დაჯდომა და საკითხების განხილვა, მომზადება უნდა შეძლონ. საკითხები ჯერ ჩვენ უნდა განგვეხილა მრგვალ მაგიდასთან, გვემსჯელა და ისე გაგვეტანა პლენარულ სხდომაზე. მივიღეთ რა? საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ საუბრობს ხოლმე შერიგებაზე, დეპოლარიზაციაზე, ახლა ხელს უწყობს, რომ ამ ყველაფერმა პოლიტიკური სახე მიიღოს და პოლიტიკური ტრიბუნა მიეცეთ მხარეებს, რათა კიდევ პოლიტიკური შეფასებები გაკეთდეს. პოლიტიკური შეფასება უკვე ყველას მხრიდან გაკეთებულია – რომ გვაქვს 12 პუნქტი და ისინი შესასრულებელია. ამას სჭირდება მუშაობა და არა ტრიბუნა. 12 პუნქტიდან გამომდინარე, როგორც კი დაგვჭირდება საკითხებზე სესია, ამას ვერავინ დაგვასწრებს, რადგან ეს საქმეზეა დამოკიდებული. ასეთი მოცემულობა გვაქვს. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას ამ შოუში. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 12 პუნქტის თითოეულ პუნქტზე და მომდევნო კვირას ველოდებით ოპოზიციას ანტიოლიგარქიული საკითხების შესაბამის ფორმატში განსახილველად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე მოიწვია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge