png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

არის მტკიცებულებები, რომ კეზერაშვილი, ხაზარაძე არიან ოლიგარქები; ნული მტკიცებულებაა რომ ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე და შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება ოლიგარქად - კობახიძე

  • კომენტარები
  • 19.07.2022
  • 19:00
 არის მტკიცებულებები, რომ კეზერაშვილი, ხაზარაძე არიან ოლიგარქები; ნული მტკიცებულებაა რომ ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე და შესაბამისად, ის ვერ ჩაითვლება ოლიგარქად - კობახიძე

არის მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, იგივე კეზერაშვილი, ხაზარაძე არიან ოლიგარქები; ნული მტკიცებულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე და შესაბამისად, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, ეს არის რეალობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში უკვე ამოქმედებული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, საქართველოს პარლამენტმა თარგმნა.

„ჩვენ ვთარგმნეთ ეს კანონი, პარლამენტმა უზრუნველყო ამ კანონის თარგმნა და შეიძლება, რომ ამ კანონის საფუძველზე დაიწყოს მსჯელობა იმ სამუშაო ჯგუფში, რომელიც არის შექმნილი. ვნახოთ, სადამდე მივა ეს პროცესი. პოზიციები თუ შეჯერდება ამ კანონის მიღებასთან და საქართველოს რეალობაზე ადაპტირებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამ დისკუსიისთვის მზად ვართ, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პოზიციის მხარეს არაერთია პირია, რომელსაც ეს კანონი შეეხება.

„ოლიგარქის დეფინიციის ოთხი კრიტერიუმია დადგენილი – არის პირი, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური რესურსი და ეს ზღვარი არის დადგენილი, არის პოლიტიკაზე გავლენის კრიტერიუმი, მედიაზე გავლენის კრიტერიუმი და ასევე გარკვეული მონოპოლიური ან დომინირებული მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ამ პირს ეკონომიკის კონკრეტულ სფეროში. ამ ოთხიდან სამს თუ აკმაყოფილებს კონკრეტული პირი, ამ შემთხვევაში, ის ითვლება ოლიგარქად და მასზე ვრცელდება გარკვეული შეზღუდვები და რეგულაციები. ჩვენ თუ გადავხედავთ ჩვენს სპექტრს ხელისუფლების მხარდამჭერების მხარეს, ასეთი პირები ნაკლებად მოიძებნებიან; მაგრამ ოპოზიციის მხარეს არაერთი პირი არის, რომელიც ამ ოთხიდან სულ მცირე სამს აკმაყოფილებს. შესაბამისად, მათზე ბუნებრივია, გავრცელდეს ოლიგარქიის კანონი, შესაბამისი შეზღუდვები და რეგულაციები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, არიან კონკრეტული პირები საქართველოში, რომლებიც აკმაყოფილებენ ოლიგარქის დეფინიციას.

„უპირველესად, ეს არის კეზერაშვილი, რომელიც ცალსახად ზღვარზე მეტ ფულს ფლობს; მას აქვს გავლენა პოლიტიკაზეც, მედიაზეც. შესაბამისად, ის ცალსახად ხვდება ოლიგარქის ცნების ქვეშ. ასევე, თვითონ სააკაშვილი, მისი ოჯახი – ისინი არიან ოლიგარქები, მათ აქვთ შესაბამისი ფინანსური რესურსები, პირდაპირი გავლენა მედიაზე და პოლიტიკაზე; იგივე ეხება ხაზარიძე-ჯაფარიძეს – არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოკვეთილი კავშირები ამ ყველაფერთან და შესაბამისად, აკმაყოფილებენ ოლიგარქის დეფინიციას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს გავლენა პოლიტიკაზე.

„რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვთხოვეთ არაერთხელ ყველას, წარმოედგინათ ფაქტები, მტკიცებულებები, არგუმენტები. ვერც ერთხელ ვერც ერთი ფაქტი, მტკიცებულება და არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ხდება ოლიგარქიის დეფინიციის შეფარდება კონკრეტული პირის მიმართ, ამას აკეთებს მაგალითად ეროვნული უშიშროების საბჭო უკრაინაში, ისინი კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით ხელმძღვანელობენ; ჩვენს შემთხვევაში, არის მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, იგივე კეზერაშვილი, ხაზარაძე არიან ოლიგარქები; ნული მტკიცებულება არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაიმე გავლენა პოლიტიკაზე, მედიაზე და შესაბამისად, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, ეს არის რეალობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge