png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მნიშვნელოვანია, რეზოლუციისა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან - კობახიძე

  • კომენტარები
  • 21.07.2022
  • 21:35
მნიშვნელოვანია, რეზოლუციისა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით  ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან - კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე დააფიქსირეს პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციასთან, ასევე ევროკომისიის ჩანაწერებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია, დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის გამოიყენება.

„პირველ რიგში, ჩვენ განვმარტეთ ჩვენი პოზიცია დელეგაციის წინაშე რეზოლუციასთან დაკავშირებით, კონკრეტულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მათ შორის დეოლიგარქიზაციის ჩანაწერთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ ეს ჩანაწერები და დოკუმენტი, ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენება ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან პოლარიზაციის გაღრმავებისთვის. ეს იყო ჩვენი პოზიცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საუბრის დეტალებს გარეთ ვერ გამოვიტანთ, მათი პასუხის გარეთ გამოტანა არ არის ჩვენი პრეროგატივა. მე შემიძლია, გითხრათ, რა საკითხები დაისვა ჩვენი მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები იქნება მხედველობაში მიღებული სამომავლოდ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოში შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი. თქვენც იცით, რომ როგორც ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ ევროკომისიის ჩანაწერი აქტიურად გამოიყენება პოლარიზაციის გაღვივებისთვის. თუ არის ამის საპირისპირო მიზანი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ამ რეზოლუციის და ჩანაწერის განეიტრალება უშუალოდ ევროკავშირის მხრიდან, ამაზე დაისვა ჩვენი მხრიდან კითხვები და წამოიჭრა ეს საკითხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge