png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორში მომუშავე თურქეთის წამყვან ინვესტორ კომპანიებს შეხვდა

  • ეკონომიკა
  • 26.02.2016
  • 18:48
დიმიტრი ქუმსიშვილი ტურიზმის სექტორში მომუშავე თურქეთის წამყვან ინვესტორ კომპანიებს შეხვდა

საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთში სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს ტურიზმის სექტორში მომუშავე თურქეთის წამყვანი ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრებზე საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა.

მოწვეული კომპანიების ნაწილი საქართველოში უკვე საქმიანობს, თუმცა, ბიზნესის გაფართოებას გეგმავს, ნაწილისთვის კი საქართველოს ბაზარი ძალიან მიმზიდველია ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს გამო - ისინი პროექტების განხორციელებას საქართველოს ტერიტორიაზე როგორც უძრავი ქონების სფეროში, ასევე სხვა სექტორებში გეგმავენ.

შეხვედრებზე თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა მოისმინეს ვრცელი პრეზენტაცია ტურისტული ინდუსტრიისა და უძრავი ქონების ბაზრის მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ საერთაშორისო ინვესტორთა ინტერესი საქართველოს უძრავი ქონების სექტორის მიმართ დიდია, განსაკუთრებით სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით. პრეზენტაციის გარდა, თურქული ბიზნესის წარმომადგენლები გაეცნენ რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო პროექტს, მათ შორის, წყალტუბოსა და გონიოში.  

„ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი ძირითადი მოვალეობაა. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ შევხდით არაერთ ინვესტორ კომპანიას, რომლებიც სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით საქმიანობენ და თურქეთში საკმაოდ დიდ პორტფელს ფლობენ. ჩვენ მათ გავაცანით კონკრეტული საინვესტიციო შესაძლებლობები და შევთანხდით, რომ მათზე საუბარი საქართველოში გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან დაასახელა რამდენიმე წამყვანი კომპანია, მათ შორის, „ლიმაქ ჰოლდინგი“, რომლებიც გეგმავენ, უკვე უახლოეს დღეებში ეწვიონ საქართველოს საინვესტიციო პროექტებზე სასაუბროდ. „შედეგად, ჩვენ გვინდა მივიღოთ საქართველოში განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და შემოვიდეს მეტი ტურისტი ქვეყანაში“, – განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქული კომპანიები კონკრეტული საინვესტიციო წინადადებების განსახილველად საქართველოში მოიწვია.  

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge