png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პრემიერ-მინისტრი არის ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი - "ოცნების" დეპუტატი

  • კომენტარები
  • 22.07.2022
  • 13:36
პრემიერ-მინისტრი არის ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი - "ოცნების" დეპუტატი

"ქართული ოცნების" დეპუტატის პაატა კვიჟინაძის მტკიცებით, საქართველოს "პრემიერ-მინისტრი არის ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი". ამის შესახებ კვიჟინაძემ ტელეარხ "ფორმულის" ჟურნალისტთან განაცხადა სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას შეეხებოდა.

"თქვენ გულისხმობთ,პრემიერ-მინისტრი არის ძალიან კარგი პრემიერ-მინისტრი რომ ამდენი ხანია, რომ ვითხოვთ, რომ ევროკავშირში მიგვიღონ და როგორც იქნა ევროკავშირმა პირველად მთელ ისტორიაში თქვა, რომ კი, თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის გადახვევა?..

მე ვთვლი, რომ პრემიერმინისტრი არის ძალიან კარგი პრემიერმინისტრი. მე არ ვიცი, არ მომისმენია, რა თქვა ქალბატონმა სალომემ, მე რაც მკითხეთ, გითხარით. მისი მოსაზრებები, ასე არის თუ არ არის ასე, ეს მას უნდა ჰკითხოთ", - თქვა კვიჟინაძემ.

შეგახსენებთ, "პირველ არხთან" ინტერვიუს დროს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაში დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, "როდესაც ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ არ მოხდეს ევროინტეგრაცია, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა".

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე, მუხლი - "კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge