png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით არახამიას სრულად ვეთანხმები - დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს - ხატია დეკანოიძე

  • კომენტარები
  • 25.07.2022
  • 18:26
დავით არახამიას სრულად ვეთანხმები - დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს - ხატია დეკანოიძე

დავით არახამიას სრულად ვეთანხმები – დიახ, იანუკოვიჩები მიდიან და თუ მშვიდობიან გადაბარებით არ მიდიან, მას ხალხი რევოლუციის გზით აგდებს, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარია გვესმოდეს, ვის მხარეს დადგა საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მიმდინარე ომში და როგორი პოზიცია დაიკავა მან.

"თუკი რამემ საქართველოს იმიჯი, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯი, შელახა, ეს არის საქართველოს ხელისუფლება და მისი დამოკიდებულება უკრაინასთან - როდესაც რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ პარლამენტის რეზოლუციაში არ ჩაიწერა რუსეთის ფედერაციის აგრესია, პრეზიდენტ ზელენსკის არ მიეცა საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიმართვის შესაძლებლობა. მათ შორის იყო ანტიუკრაინული განცხადებები. მთელი ეს პროპაგანდა აგებულია იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და სურს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ნაწილი იყოს, სურს ომი. საქართველოს ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, წარმოიქმნა როგორც საფრთხე უკრაინის გამარჯვებისთვის. ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელსაც უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლები აკეთებენ, ჩვენ უნდა განვიხილოთ იმ კონტექსტში, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.

დავით არახამია იმ ქვეყნის წარმომადგენელია, რომელიც რუსეთთან ომში იმყოფება და იცავს ევროპის უსაფრთხოებას, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, თუ რა პოზიცია დაიკავა საქართველოს ხელისუფლებამ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge