png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პაატა ბურჭულაძე კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს

  • საზოგადოება
  • 25.07.2022
  • 20:56
პაატა ბურჭულაძე კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს

პაატა ბურჭულაძე შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს.

"თქვენო აღმატებულებავ,

დღეს წავიკითხე 3 აღშფოთებული "პატრიოტი" დეპუტატის თქვენდამი გზავნილი ღია წერილი.

ჯერ მინდოდა მათთვის მიმეწერა იმ არარაობაზე და მავნებლობაზე, რაც იმ წერილშია მოყვანილი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, რადგან მივხვდი, რომ ამას აზრი არ ექნებოდა. მათ და მათმა პარტიის სამეგობრომ უკვე დიდი ხანია დაკარგა ხალხის ნდობა, პატივისცემა და რწმენა იმისა, რომ ისინი ემსახურებიან საქართველოს და მის სწრაფვას ევროპაში. პარლამენტის წინ ბოლო მიტინგები ამის უტყუარი საბუთია.

თქვენო აღმატებულებავ, მაპატიეთ, რომ მოგმართავთ ამ თხოვნით: თქვენ დიდი ქვეყნის ძლიერი დიპლომატი ბრძანდებით. უკეთ იცით თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქის თხოვნა იქნება, რომ არ აყვეთ მათ პოლემიკაში. ქართველებს გვაქვს ანდაზა: ძაღლი იყეფებს, იყეფებს და გაჩერდება. მათი წერილი აღითქვით, როგორც ბიძინა ივანიშვილის მცდელობა ჩაგითრიოთ პროვოკაციაში.

მე და დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა ვემიჯნებით ამ წერილში მოყვანილ ყველა სიტყვას და საპირისპიროდ, მადლობას გიხდით თქვენ და თქვენს ქვეყანას იმ დიდი დახმარებისთვის და თანადგომისთვის,რასაც ათწლეულებია ღებულობს თქვენგან დამოუკიდებელი საქართველო, - წერს ბურჭულაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge