png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს - თეა წულუკიანი კელი დეგნანზე

  • კომენტარები
  • 28.07.2022
  • 09:09
უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს - თეა წულუკიანი კელი დეგნანზე

უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თეა წულუკიანმა "იმედის" ეთერში, ბიძინა ივანიშვილისა და ამერიკის ელჩ კელი დგნანის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მინისტრები, არათუ სამი საათით, სამი წუთითაც არ შევხვედრილან ივანიშვილს.

"მთავარი ისაა, რომ თავად ამ შეხვედრის მონაწილემ [ბიძინა ივნიშვილმა] ეს დაადასტურა, ამავე შეხვედრის მეორე მონაწილემ [აშშ-ის ელჩმა] ეს შეკითხვა აიცილა თავიდან. პირველ რიგში, როგორც მეორე მონაწილეს, მას [კელი დეგნანს] ეკუთვნის პირველი სიტყვა, მით უმეტეს, როგორც ამ განცხადებიდან ჩანს, თავად ელჩს მოუთხოვია ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მისდამი საზოგადოებას ექნება შეკითხვა და ის თავად გასცემს პასუხს, რას ეხებოდა, რატომ იყო მოთხოვნა საჭირო.

მე მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გუნდს დაუტოვა ის საქმეები საკეთებლად, რასაც მანამდე თვითონ ხელმძღვანელობდა,მინისტრები, მათ შორის, მეც, არათუ სამი საათით, სამი წუთით არ შევხვედრილვართ ივანიშვილს და უცნაურია, რომ ასეთ შეხვედრებს მავანი ითხოვს. მით უმეტეს, რომ ხშირად, მას შემდეგ რაც ივანიშვილი გავიდა პოლიტიკური პროცესიდან, არაერთი ოპონენტი და პარტნიორი გამომცდელ კითხვას გვისვამს, როდის ნახეთ ბოლოს ივანიშვილი. უცნაურია, როცა ასეთ კითხვას უსვამ მინისტრს და ამ დროს შენ თვითონ ითხოვ შეხვედრას იმ პირთან", - თქვა თეა წულუკიანმა.

"ქართული ოცნების" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გაავრცელა ინფორმაია, სადაც განაცადა, რომ კელი დეგაგნის თხოვნით, მასსა და ელჩს შორის შეხვედრა 21 მარტს გაიმართა და ის სამ საათს გაგრძელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge