png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

Photo Bus – "თეგეტა მოტორსის" სოციალური ექსპერიმენტი

  • საზოგადოება
  • 29.07.2022
  • 18:47
Photo Bus – "თეგეტა მოტორსის" სოციალური ექსპერიმენტი

"იზრუნე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე" კამპანიის ფარგლებში "თეგეტა მოტორსი" სოციალურ ექსპერიმენტს ატარებს. Photo Bus-ი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული.

გამვლელებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ გადაიღონ სამახსოვრო ფოტო, მანამდე კი რამდენიმე მარტივ კითხვაზე უნდა უპასუხონ. შეკითხვების შინაარსი მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებს ეხება, მათ შორის:

•  შეგიქმნიათ თუ არა საავარიო სიტუაცია?
•  გაგისწრიათ თუ არა ავტომობილისთვის გამაფრთხილებელი ციმციმას ჩართვის გარეშე?
•  გადაგიჭარბებიათ თუ არა სიჩქარისთვის დასახლებულ პუნქტში?

პასუხების მიხედვით ეკრანზე გამოჩნდება ვიდეორგოლი, რომლის ყურების დროსაც გამოწვეული ემოციები მოულოდნელად ფოტოებში აისახება.

ვიდეორგოლის შინაარსი, რომელსაც ეკრანზე იხილავენ მონაწილეები, დამოკიდებულია ადრესატის პასუხებზე. თუ ადამიანი იცავს უსაფრთხოების წესებს, მისთვის ბედნიერი მგზავრობის ამსახველი ვიდეო ჩაირთვება.

ის მოქალაქეები კი რომლებიც ხშირად არღვევენ უსაფრთხოების წესებს, ნახავენ გამაფრთხილებელ ვიდეორგოლს, თუ რა უარყოფით შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გაუფრთხილებელმა მოქმედებამ. ხმოვანი მესიჯი კი წესების დაცვისა და სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.

"თეგეტა მოტორსის" სოციალური ექსპერიმენტის მიზანია მონაწილეებს დაანახოს რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. მოულოდნელად გადაღებული ფოტოების საშუალებით, რომელიც მათ ემოციებს აღწერს, კი დააფიქროს საკუთარ ქმედებებზე, რათა მომავალში მეტად იზრუნონ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge