png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ნიუ იორკში ქართველი ქალი ოჯახის პიტბულმა იმსხვერპლა

  • საზოგადოება
  • 01.08.2022
  • 14:20
 ნიუ იორკში ქართველი ქალი ოჯახის პიტბულმა იმსხვერპლა

ნიუ იორკში, ლონგ აილენდზე მცხოვრებ ქართველ ქალს, მარინა გაბუნია-ვერესტს მისი ოჯახის კუთვნილი პიტბულის ჯიშის ძაღლი თავს დაესხა და დაგლიჯა. იტყობინება ტელეკომპანია NBC.

70 წლის ქალიs დასახიჩრებული ცხედარი სახლის ეზოში იპოვეს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ძაღლი გარდაცვლილის გერს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გარდაიცვალა.

პოლიციის ინფორმაციით, ქალის ცხედარი გასული კვირის ოთხშაბათს, შუადღისას, თავისი სახლის ეზოში ნახა სამსახურიდან დაბრუნებულმა ქმარმა. პიტბულიც იქ იმყოფებოდა.

კაცმა ნანახის შემდეგ პოლიცია გამოიძახა. პიტბულმა ადგილზე მისულ სამართალდამცავებზე თავდასხმაც სცადა, რის შემდეგაც ის მოკლეს.

მედიის ინფორმაციით, ადგილზე ნანახით ტრავმირებული პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიციის თანახმად, ადგილზე არსებული ვითარება "შემაძრწუნებელი" იყო.

პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული ეკუთვნოდა გარდაცვლილი ქალის, მარინა გაბუნია-ვერესტის გერს, რომელიც ორი კვირის წინ, მოტოციკლეტით ავარიაში მოჰყვა. ის და მისი ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ძაღლის მოვლა მარინა გაბუნიამ და მისმა ქმარმა განაგრძეს.

უცნობია, რატომ და როგორ დაესხა ძაღლი თავს. პოლიციის ინფორმაციით, მანამდე ამ მისამართიდან ძაღლთან დაკავშირებით პრეტენზიები ან შეტყობინებები არ შესულა.

მარინა გაბუნია მუსიკოსი და პიანისტი იყო. ის ჯულიარდის სკოლაში საქმიანობდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge