png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით - კახა ოქრიაშვილი

  • კომენტარები
  • 01.08.2022
  • 18:05
 იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები და პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს 10-15%-ით - კახა ოქრიაშვილი

რას აპირებს „ოცნება“, რის ხარჯზე ზრდის ხელფასებს?! დაბეჭდავს ლარს, დაარიგებს და ლარის კურსიც 2026 წელს მინიმუმ 1,5-ჯერ დაეცემა, - ასე ეხმიანება „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ 2026 წლამდე საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურ 10 %-იან გაიზრდება.

„„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში უკვე მესამე ვერტმფრენი ჩამოვარდა. პრაქტიკულად, გაგვინახევრდა ვერტმფრენების პარკი. აქაც ჩანს, რომ ქვეყანაში მართვა არ არსებობს. კორუფციამ, ნეპოტიზმმა, ტოტალურმა უცოდინრობამ, დამღუპველმა საკადრო პოლიტიკამ გამოშიგნა ჩვენი ქვეყანა. ავია-კატასტროფებიც ამ მოვლენების შედეგია და იგივე ხდება ყველა სფეროში. „ოცნება“ ღუპავს ქვეყანას. ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება და არ უნდა გაგრძელდეს!      

რაც შეეხება ღარიბაშვილის განცხადებას, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ყოველწლიურ 10 %-იან ზრდასთან დაკავშირებით: იმისთვის, რომ ყოველწლიურად ხელფასები, პენსიები გაზარდო, იყიდო ახალი ან გაარემონტო ძველი ვერტმფრენები, ეკონომიკაც უნდა იზრდებოდეს ყოვეწლიურად 10-15%-ით.  ივანიშვილის მმართველობის ათ წელიწადში კი, ეკონომიკა ყოველწლიურად, საშუალოდ 1,1 %-ით იზრდებოდა და ჯამში, 14 %-ით გაიზარდა.

მაშ, რას აპირებს „ოცნება“, რის ხარჯზე ზრდის ხელფასებს?! დაბეჭდავს ლარს, დაარიგებს და ლარის კურსიც 2026 წელს მინიმუმ 1,5-ჯერ დაეცემა. რაც მეტ ეროვნულ ვალუტას დაბეჭდავენ, მით მეტად დაეცემა ლარის კურსი, ასე რომ საჯარო მოხელეებს ლარში ხელფასი  გაეზრდებათ და ინფლაციის გათვალისწინებით, დოლარში შეუმცირდებათ. ეს ხომ მორიგი აფერისტობაა?!

გამოსავალია ახალი, პროგრესული, სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული მთავრობის მოსვლა. ახალმა მთავრობამ პრაქტიკულად ნულიდან უნდა ააშენოს ექსპორტ-ორიენტირებული ეკონომიკა და ის, როგორც ჩვენი ერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესი, უნდა აქციოს საერთო ეროვნულად ამოცანად. ეს არის მომავლის გზა, რომლისკენ სვლაც უნდა განახორციელონ მომავლის ლიდერებმა“, - ამბობს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge