png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შინდისის გმირების მონუმენტი სექტემბერში გაიხსნება

  • საზოგადოება
  • 11.08.2022
  • 15:36
 შინდისის გმირების მონუმენტი სექტემბერში გაიხსნება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, შინდისის გმირების მონუმენტის გახსნა სექტემბრისთვის იგეგმება, ხოლო მუზეუმის მშენებლობა უახლოეს ხანში დაიწყება.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დღეს შინდისის ბრძოლის 14 წლისთავთან დაკავშირებით გვირგვინით შეამკო მემორიალი და შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

„14 წლის წინ აქ მოხდა ტრაგედია, თუმცა დღეს 14 წლის შემდეგ ჩვენ ვართ ამაყი ჩვენი გმირებით, მათი ოჯახის წევრებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი გმირების მშობლებს, ოჯახის წევრებს, რომ სამშობლოს გაუზარდეს ასეთი ადამიანები. მოხარული ვარ, რომ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი იაზრებს ყოველ წელიწადს რა გმირობა ჩაიდინეს მათ ჩვენი სამშობლოსთვის, რა ღვაწლი აქვთ და ეს დღე დაწესდება, როგორც საზოგადოებისთვის ჩვენი გმირების ხსოვნის დღე. როგორც ინდივიდუალურ შემთხვევად გიორგი ანწუხელიძე არის საქართველოსთვის გამორჩეული გმირი, ასევე ჩვენი შინდისის გმირები არიან ძალიან გამორჩეული გმირები.

მოხარული ვარ, დღეს მოვისმინე მადლიერება ოჯახის წევრებისგან გამოთქმული. ჩვენ ერთ წელიწადში შევძელით, ფაქტობრივად დავასრულეთ მონუმენტი, ჩვენ ვგეგმავთ, რომ სექტემბერში გვექნება აღნიშნული მონუმენტის გახსნა. ჩვენ გვქონდა სხვა ვერსიაც მონუმენტის, ესკიზის, თუმცა ოჯახებთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ შეგვენარჩუნებინა არსებული ესკიზი რაც გვქონდა. ფაქტობრივად დავასრულეთ. დღეს მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ შთაბეჭდილება ყველას შეგვქმნოდა, როგორ გამოიყურება მონუმენტი. მუზეუმსაც ვფიქრობთ, დავიწყებთ წელს და უახლოეს მომავალში დავასრულებთ“, – განაცხადა ბურჭულაძემ.


2008 წელს შინდისის გმირების დაღუპვის ადგილას, ნუგზარ ჭავჭავაძის მონუმენტი უნდა დაიდგას. მონუმენტი ჯერ კიდევ 2020 წელს დამთავრებული უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ დროისთვის სამუშაოების მცირე ნაწილია შესრულებული.

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში.

რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge