png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?! - მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით ახსნა-განმარტებების მისაცემად“ - კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“

  • კომენტარები
  • 23.08.2022
  • 14:36
 არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებს?! - მალე პროკურატურასთან რიგში იდგებით ახსნა-განმარტებების მისაცემად“ - კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“

„პროგრესი და თავისუფლების ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

„დღეს, ბატონმა ივანიშვილმა, გამოაგორა კობახიძე და განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეფასება „ISFED“-თან დაკავშირებით შოკისმომგვრელია.

გავრილოვი რომ ჩამოიყვანა ბატონმა ივანიშვილმა და კობახიძის მეშვეობით პარლამენტში შეაბრძანა, შოკისმომგვრელი არ არის?! ოკუპანტ რუსეთს, ჩვენს მტერს, „ოცნების“ მთელი შემადგენლობა ყველგან რომ უძვრება, შოკისმომგვრელი არ არის?! მაგრამ პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების გულისტკივილი, რომ საქართველოს  უკუსვლა დემოკრატიის თვალსაზრისით აქვს, შოკისმომგვრელია?!  

მოღალატეებს საკადრისი პასუხი გაეცემათ. ჩვენ ვერ დავემსგავსებით მოძალადე ხელისუფლებას და ძალადობრივი, სისხლიანი მეთოდებით არ ვეცდებით მათ დამხობას. ჩვენ, ქართველი ხალხი, გავისტუმრებთ მათ არჩევნებით  და თუ ისინი, 2020 და 2021 წლებში ჩატარებული არჩევნების მსგავსად ეცდებიან, ან გააყალბებენ ამომრჩევლის ნებას, წავლენ ქართველი ხალხის დიდი, მშვიდობიანი პროტესტის ფონზე!

აქვე, ვეხმაურები გოგაშვილის საკითხს - მასზე, როგორც ერთ პიროვნებაზე,  ხორციელდება ორკესტრირებული შეტევა, შინაარსით - რა ცუდია სოსო გოგაშვილი! არავის აინტერესებს, როგორია სოსო გოგაშვილი.  საზოგადოებას, ქვეყნის შიგნით და ჩვენს პარტნიორებს, ქვეყნის გარეთ, აინტერესებთ პასუხი გოგაშვილის ბრალდებებზე. კეთილი ინებეთ, გამოგორდით და პასუხი გაეცით გოგაშვილის ბრალდებებს, ის თქვენი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი იყო!  

არ გსურთ ახლა გასცეთ პასუხი?! - მალე  პროკურატურასთან რიგში იდგებით  ამ საკითხებზე ახსნა-განმარტებების მისაცემად“, -  ამბობს ოქრიაშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge