png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

თბილისის მერიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

  • საზოგადოება
  • 29.02.2016
  • 13:30
თბილისის მერიამ  საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

თბილისის მერიამ საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან და სადისტრიბუციო კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებმა მოაწერეს.

აღნიშნული ინიციატივით, მერია სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის საპილოტე, საცდელ რეგულირებას იწყებს. რეგულირება გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით თბილისის 17 ქუჩაზე (აბაშიძე, ფალიაშვილი, ბარნოვი, დოლიძე, ცინცაძე, ნუცუბიძე, შარტავა, კოსტავა, პეკინი, გამსახურდია, მარჯანიშვილი, აღმაშენებლის გამზირი, ჯავახეთი, ხიზანიშვილი (მ.ახმეტელის ორივე მხარე), ლესელიძე, ლეონიძე, ასათიანი) 17:00 საათიდან 20:00 საათამდე დისტრიბუციის განხორციელების მიზნით სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის შეზღუდვას.

 „ჩვენ დღეს მნიშვნელოვან მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რომლითაც ორივე მხარე იმ ძირითად პრინციპებზე შევთანხმდებით, როგორიც არის ქალაქის ტერიტორიაზე სადისტრიბუციო ავტომანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეული წესრიგის დადგენა. ეს გულისხმობს 2016 წლის 15 მარტიდან 1 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვას. ჩვენ ავიღეთ ვიწრო ქუჩები, რადგან აღნიშნულ ქუჩებზე პიკის საათებში დამატებით სადისტრიბუციო მანქანების შესვლა და გაჩერება დამატებით სირთულეებს ქმნის. ეს საკითხი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, რომ ადეკვატურად უპასუხეთ აღნიშნულ საკითხს, რათა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის გადაადგილების თვალსაზრისით არსებული დისკომფორტი შევამციროთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამ ეტაპზე რამდენიმე ათეული კომპანია მზადაა ხელი შეუწყოს თბილისის მერიის სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვის კომპლექსური სქემის ამოქმედებას და არ განახორციელოს სადისტრიბუციო გადაზიდვები მემორანდუმით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის უკეთ ორგანიზების დასაგეგმად, თბილისის მერიამ რამდენიმე სამუშაო-საკონსულტაციო შეხვედრა გამართა დისტრიბუციის განმახორციელებელ კომპანიებთან. სამუშაო შეხვედრები მიზნად ისახავდა სატრანსპორტო საცობების განტვირთვისთვის სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობის გრაფიკის და სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავებას. პროცესში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ბიზნესის ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია. ჩართვის შესაძლებლობა მიეცა ასევე 240-ზე მეტ კომპანიას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge