png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის - პატრიარქი

  • საზოგადოება
  • 14.09.2022
  • 15:35
მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის - პატრიარქი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს პატრიარქ ილია მეორის მისასალმებელ სიტყვა, რომელიც მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომაზე წაიკითხეს.

მსოფლიო და ტრადიციული რელიგიის ლიდერთა VII სხდომა ყაზახეთში, 13-14 სექტემბერს იმართება.

"თქვენო აღმატებულებავ, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტო, ბატონო კასიმ-ჟომარტ ტოკაევ,

თქვენო აღმატებულებავ, ყაზახეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის თავმჯდომარევ, ბატონო მაულენ საგატხანული აშიმბაევ,

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ასტანისა და ყაზახეთის მიტროპოლიტო ალექსანდრე,

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გულითადად მივესალმები ყველა მონაწილეს ამ ყრილობისა, რომელიც განიხილავს მეტად მნიშვნელოვან საკითხს, - პოსტპანდემიურ პერიოდში მსოფლიო და ტრადიციულ რელიგიათა ლიდერების როლს კაცობრიობის სულიერ და სოციალურ განვითარებაში.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სეკულარიზაციისა და აპოსტასიის ჩვენს დროში მრავალი პრობლემა დაგროვდა და ჭეშმარიტებისა და ზნეობის წინააღმდეგ ბრძოლამაც ახალი სიმწვავე შეიძინა.

სეკულარიზაციის მომხრეებმა წინ წამოწიეს მორალისაგან დაცლილი, ცრუ თავისუფლების იდეა და წამოაყენეს პრინციპი ყოველივეს დაშვებულობისა: რაც მსურს, - ბუნებრივია, შესაძლებელი და მისაღები.

ასეთი დამოკიდებულება განსაკუთრებულ საშიშროებას უქმნის მომავალ თაობას, უყალიბებს რა მათ ცრუ ორიენტირებს, ფსევდო ღირებულებებსა და ლოიალურ დამოკიდებულებას უმძიმესი ცოდვებისადმი, რასაც შედეგად მოჰყვება აღქმის დაკარგვა ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ცხოვრების ჭეშმარიტი აზრის შესახებ.

ყოველივე ამას დაემატა პანდემია, რომელმაც მასობრივი შიში დანერგა და ერთმანეთს დააშორა როგორც ქვეყნები, ისე ცალკეული პიროვნებები.

მსოფლიო საზოგადოებაში შიშს თესავს უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებები, რაც სერიოზული გამოწვევაა მთელი მსოფლიოსათვის.

საერთოდაც, განცდაა იმისა, რომ აღმოვჩნდით სიტუაციაში, სადაც არავინ იცის, რა იქნება ხვალ.

პოსტპანდემიური სიძნელეების დაძლევა, ომში დაზარალებულთა შესაძლებლობისამებრ დახმარება და ლოცვა მშვიდობისათვის, – ჩვენი მოვალეობაა. ამასთან, სასულიერო პირები შესაძლებლობისამებრ უნდა დაეხმარონ ადამიანებს, სხვადასხვა განსაცდელისადმი შიშის დაძლევაში.

ჭეშმარიტი ღვთის რწმენა და მისი გზით სვლა ათავისუფლებს პიროვნებას, საზოგადოებას ყოველგვარი ფობიისგან და აღავსებს მათ გულებს მშვიდობით, გამბედაობით, ვაჟკაცობით, სიყვარულით, ერთგულებითა და სხვებისთვის ცხოვრების სურვილით.

ეს სულის ისეთი მდგომარეობაა, როდესაც შიშს აღარ ძალუძს დაგვძლიოს და დაარღვიოს ჩვენი შინაგანი სამყარო, ჩვენი სულიერი სიმშვიდე.

ეს რეალობა უნდა იპოვოს ადამიანმა. ეს არის ჩვენი ცხოვრების მთავარი მიზანი!

ვიმედოვნებთ, სხდომის მუშაობა ხელს შეუწყობს რელიგიათშორის დიალოგსა და მშვიდობას, რელიგიისა და კულტურის ურთიერთპატივისცემით თანაარსებობას და შექმნის პირობებს საერთო ძალისხმევით სულიერი ღირებულებების დაცვისთვის.

მადლობას ვუხდი ამ შეხვედრის ორგანიზატორებს და ყველას გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღვთივსათნო საქმიანობაში!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge