png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში - მიხეილ სააკაშვილი

  • კომენტარები
  • 20.09.2022
  • 17:57
ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" მორიგ წერილს ავრცელებს და  ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში პროგნოზირებს. მისივე აზრით, ამის შემდეგ მოხდება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა, ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება.

"გერმანიამ ორი ჰაიმარსის მსგავსი სისტემა გადმოგვცა. 50 ბე-ტე-ერი “დინო” და სლოვენიის გავლით 26 ტანკი. ასევე, საბერძნეთი გერმანიასთან მოლაპარაკებით აგზავნის 60 ბე-ემ-პეს. უახლოეს კვირებში შემოვა გერმანული, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ანტისაჰაერო სისტემა. ბრიტანეთმა იარაღით დახმარებისთვის უპრეცედენტო, 2.6 მილიარდი დოლარი გამოჰყო.

საინტერესოა, რომ რუსეთი კოლონიებში კრიმინალებს აგროვებს. ხოლო უკრაინის მხრიდან ელიტა ომობს - ბანკირები, ჩემი ნაცნობი ცნობილი იურისტები, წარმატებული მენეჯერები და ისინი წინასწარ მომზადებას ნატოს ქვეყნებში გადიან. კონტრასტი სახეზეა და ჩემი აზრით, ამ ომში უკრაინის მთავარი უპირატესობაა.

მე ვპროგნოზირებ ხერსონის აღებას უახლოეს 2-3კვირაში და სტალინგრადის მასშტაბის მარცხს რუსებისთვის. ამას მოჰყვება მთელი სამხრეთი ფლანგის ჩამოშლა. ყირიმის სახმელეთო დერეფნის ჩაკეტვა და ლუგანსკის მთელი ოლქის გათავისუფლება. არ არის გამორიცხული წლის ბოლომდე დონეცკისა და მარიუპოლის აღება, რაც მომავალი წლისთვის მხოლოდ ყირიმს მოიტოვებს. თუმცა, უკვე წელს, უკრაინა გამარჯვებით დაასრულებს ამ კამპანიას, რასაც აუცილებლად მოჰყვება რუსეთის შიგნით ჩამოშლა", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე თვეა კლინიკაში რჩება. უფლებადამცველები და ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge