png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზია, რომ რიგები დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან დგას - ზარქუა

  • კომენტარები
  • 22.09.2022
  • 13:52
ჩვენი ქვეყანა ისეთი ლამაზია, რომ რიგები დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან დგას - ზარქუა

ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარია, ისეთი ლამაზია, რომ რიგები დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან დგას, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ ნაკადზე საუბრისას განაცხადა.

"ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარია, ისეთი ლამაზია, რომ რიგები დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლიდან დგას იქ და კანონის შესაბამისად ჩვენი ძალოვანი სამსახურები ფილტრავენ. ის, ვინც მიუღებელია ჩვენი ქვეყნის ინტერესისთვის, უკან მიაბრუნებენ, როგორც აქამდე.

რაც შეეხება მცდელობას, რომ თითქოს მობილიზაცია გამოცხადდა, რომ ბოლო დღეებს ითვლის სავარაუდოდ, პუტინის რეჟიმი, ასე არ არის, მეგობრებო. თუ არ ვცდები, თვითონ აქვთ იქ ჩაკეტილი...

იმ ტურისტებს, რომლებსაც უნდათ ჩვენს ქვეყანაში ფული დახარჯონ, დაისვენონ, მივიღებთ ისევე როგორც ნებისმიერი ქვეყნიდან", - თქვა ზარქუამ.

რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოს საზღვრებს რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა მოაწყდა.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.

შესაბამის განკარგულებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა.

პუტინმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბრიდან დაიწყება.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევას მხოლოდ რეზერვი და სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები დაექვემდებარებიან. ნაწილებში გაგზავნამდე, სამხედრო სამსახურში გამოძახებულები, სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილების გათვალისწინებით, გაივლიან დამატებით სამხედრო მომზადებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge