png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გულწრფელად ვწუხვარ კეზერაშვილზე მელიას განცხადების გამო - ლევან ხაბეიშვილი

  • კომენტარები
  • 22.09.2022
  • 17:38
გულწრფელად ვწუხვარ კეზერაშვილზე მელიას განცხადების გამო - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადების გამო გულწრფელად წუხს.  

მისი თქმით, მაშინ, როდესაც რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მხრიდან ისრების გადატანა არასწორად მიაჩნია.

"გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო. ვფიქრობ, იმ პირობებში, როცა ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული და მეტიც, საკუთარი თანაგუნდელები, მინისტრის მოადგილე ამხელს კრემლთან ურთიერთობაში მთავრობის წევრებს, ბიძინა ივანიშვილს, ასეთ დროს ისრების გადატანა, მათ შორის ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან, არასწორად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. როცა კონკრეტულად კეზერაშვილზეა საუბარი, ეს ადამიანი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი, რომელი არხიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ ამ ქვეყანაში და პარალელურად, ეს ადამიანიც არის აღიარებული პოლიტიკური დევნილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ, ასევე, ევროპულ რეზოლუციაში, სადაც აგრეთვე შავით თეთრით არის მითითებული, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ნიკა მელიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge