png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გალტ & თაგარტმა საქართველოს ტურიზმის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

  • საზოგადოება
  • 23.09.2022
  • 13:15
გალტ & თაგარტმა საქართველოს ტურიზმის სექტორზე კონფერენციას უმასპინძლა

გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში დარგის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.

გალტ & თაგარტის კვლევაში დეტალურად არის განხილული ტურიზმის აღდგენის დინამიკა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. კვლევაში გაანალიზებულია სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის მიგრანტების გავლენა სტუმართმასპინძლობის სექტორზე, სასტუმროების აღდგენის დინამიკა და ზოგადად, სექტორის გამოწვევები და პერსპექტივები.

კვლევის მიხედვით მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე 2022 წელს ტურიზმი სწრაფად აღდგა.  ამასთან, საქართველო ოდნავ ჩამორჩება ამ ტრენდს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა შეანელა ტურისტული ვიზიტები, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლის-აგვისტოში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის დონის 78.7%, ხოლო შემოსავლებმა 123.6% შეადგინა. შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენა, მათ შორის, მიგრანტების შემოდინებით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების შემოსავალები უფრო სწრაფად აღდგა რეგიონებში, სადაც შიდა ტურიზმის ფაქტორიც ემატება, მაშინ როცა თბილისის ბაზარი კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.

კვლევაში ასევე გაანალიზებულია დაგეგმილი სასტუმროების პროექტები. წლების განმავლობაში ეს სექტორი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, თუმცა კოვიდ-პანდემიამ ვითარება შეცვალა და ბევრი დაგეგმილი პროექტი შეწყვეტილია. ამასთან, სასტუმროების მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც ინვესტორების გაუარესებულ სენტიმენტებზე მიუთითებს. მოკლევადიან პერიოდში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევაა, თუმცა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რეგიონებში სასტუმროების მიმზიდველობა მაღალია, მათ შორის მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფონზე.

„ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის  გაგვეზიარებინა დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც პანდემიამ დიდწილად დააზარალა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებსაც დარგის პერსპექტივებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება.“ - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულების  დეპარტამენტის  ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge