png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქსტატს შვედი სტატისტიკოსების ორი მისია ეწვია

  • ეკონომიკა
  • 01.03.2016
  • 10:03
საქსტატს შვედი სტატისტიკოსების ორი მისია ეწვია

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, საქსტატს შვედი სტატისტიკოსების ორი მისია ეწვია.

შვედი სტატისტიკოსები ერთი კვირის განმავლობაში ქართველ კოლეგებთან ერთად ორი მიმართულებით იმუშავებენ. ერთი მიმართულება შეეხება ადგილობრივი შინამეურნეობების ტურიზმისა და უცხოელ ვიზიტორთა კვლევების მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის საკითხებს. შვედი კოლეგები ქართველ სტატისტიკოსებს აღნიშნულ სფეროში თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.

შვედეთის სტატისტიკის ექსპერტების მეორე ჯგუფის შეხვედრები სტატისტიკური მონაცემების კონფიდენციალურობასა და მიკრომონაცემთა გავრცელებას შეეხება. შვედი ექსპერტები მონაცემთა გავრცელებისა და სტატისტიკურ უწყებებში კონფიდენციალურ მონაცემთა გამღჟავნების კონტროლისა და მართვის საკითხებზე ტრენინგს ჩაატარებენ.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის მაია გუნცაძის განცხადებით, მონაცემთა კონფიდენციალურობისა და მიკრომონაცემთა გავრცელების საკითხში პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება, მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა მნიშვნელოვანია სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების, დამუშავების და გავრცელების პროცესში.

საქსტატსა და შვედეთის სტატისტიკას შორის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში შვედეთის სტატისტიკა საქსტატს ტექნიკურ დახმარებას უწევს ინფლაციის, მთლიანი შიდა პროდუქტის, თანამშრომელთა ტრენინგის, და სხვა ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მიერ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge