png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რომელმაც ყველას გვაჩვენა, აფხაზეთის მოსახლეობასაც, რომ ეს წლები არაფრის მომტანი იყო - პრეზიდენტი

  • კომენტარები
  • 27.09.2022
  • 16:18
 სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რომელმაც ყველას გვაჩვენა, აფხაზეთის მოსახლეობასაც, რომ ეს წლები არაფრის მომტანი იყო - პრეზიდენტი

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რომელმაც ყველას გვაჩვენა, აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობასაც, რომ ეს წლები არაფრის მომტანი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"დღევანდელი დღე დამოუკიდებული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს და ამ დღისთვის დაცემული გმირების ხსოვნა ყველას ვალდებულებაა. ეს მეხსიერება არასდროს არ უნდა დაიკარგოს. სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. დღეს უნდა ვიყოთ მზად, დავინახოთ და ჩვენც ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო იწყება, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. გლოვა არ ჰყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როდესაც გამოდის იქ ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, ვხედავთ, როდესაც რეაქციებია მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი არის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge