png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლოს არიან ლიმანში რუსების ალყაში მოსაქცევად - ISW

  • მსოფლიო
  • 28.09.2022
  • 12:00
უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლოს არიან ლიმანში რუსების ალყაში მოსაქცევად - ISW

უკრაინის შეიარაღებული ძალები დონბასში, ლიმანთან პოზიციებს იმყარებენ და დასახლებული პუნტქების გათავისუფლების შედეგად ქალაქს უახლოვდებიან.

ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშში.

ანალიტიკოსების მონაცემებით, ლიმანის რაიონში გრძელდება სასტიკი ბრძოლები. უკრაინელი სამხედროები ახლოს არიან იმასთან, რომ იქ მოქმედ რუსულ ძალებს გადაუკეტონ მომარაგების ბოლო საშუალება და ოპერატიულ ალყაში მოაქციონ.

ISW-ის ექსპერტები წერენ, რომ 26-27 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლიმანიდან ჩრდილო-დასავლეთითა და ჩრდილოეთით რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს.

ამის გარდა, ამერიკის ინსტიტუტი, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინის არტილერიამ ცეცხლის ქვეშ მოაქცია ქალაქში რუსული ჯარების მომარაგების უკანასკნელი გზა სვატოვოს, მაკეევკისა და ტერნიის გავლით. უკრაინის სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები უკვე შეინიშნება ლიმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქებში - ტორსკოესა და იამპოლში.

ბახმუტის რაიონში (ერთადერთი უკრაინული ქალაქი, სადაც რუსული ჯარი ახორციელებს აქტიურ შეტევით მოქმედებებს), არსებულ ვითარებაზე ISW-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 27 სექტემბერს იერიშები წარუმატებლად დასრულდა.

ინსტიტუტის ექსპერტები ციტირებენ New York Times-ის ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინელ სამხედროებზე დაყრდნობით წერენ ბახმუტის ფრონტზე რუსული დაჯგუფება „ვაგნერის“ შესახებ. ჟურნალისტების მონაცემებით, „ვაგნერელები“ იყენებენ ომში გაგზავნილ პატიმრებს, საზარბაზნე ხორცად, რომლებიც ხშირად უკრაინელებს ტყვეებად ბარდებიან.

ამასთან, ოკუპანტები და კოლაბორანტები გარბიან იმ ქალაქებიდან, რომლებიც რუსებმა ჯერ კიდევ 2014 წელს დაიკავეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge