png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ბელარუსმა უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტა - ნიკოლოზ სამხარაძე

  • კომენტარები
  • 29.09.2022
  • 18:57
ბელარუსმა უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტა - ნიკოლოზ სამხარაძე

ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტა, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის ე.წ.პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს "ვიზიტთან" დაკავშირებით განაცხადა.

„ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სოხუმში ვიზიტი არის არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ყველანი ვთანხმდებით, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ასევე, ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს. ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, შელახოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო,  საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge