png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ოკუპირებული აფხაზეთის დროშის გაკვრისთვის ბათუმის მე-7 სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

  • საზოგადოება
  • 30.09.2022
  • 12:50
ოკუპირებული აფხაზეთის დროშის გაკვრისთვის ბათუმის მე-7 სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

ოკუპირებული აფხაზეთის დროშის გაკვრისთვის ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაციას TV 25 ავრცელებს.

გუშინ, 29 სექტემბერს, TV25-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სკოლაში ქვეყნების დროშებთან ერთად გაკრული იყო ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის დროშა, რომელიც მოსწავლემ ჩამოხია. მედიის ცნობითვე, მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესი დაატოვებინეს და შენიშვნა მისცეს.

სკოლის სასწავლო ნაწილი ამბობს, მას დროშა არ შეუნიშნავს, მოსწავლეს კი შენიშვნა სკოლის ნივთის დაზიანების გამო მისცეს.

დირექტორის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადება აჭარის განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მოკვლევით დაადგინეს, რომ სკოლაში, მათ შორის, სტიკერების გაკვრით საქართველოს კანონმდებლობა დაირღვა.

"იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის შედეგად, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას.

სასწავლო რესურსების დროს გამოიკვეთა საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, მათ შორის, ისეთი სტიკერების განთავსება, რომელიც მიუღებელია ჩვენი კანონმდებლობით, მიუღებელია ჩვენი კონსტიტუციით, შესაბამისად, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული". - ამბობს მაია ხაჯიშვილი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge