png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

“Tegeta Green Planet“ - სპეციფიკური ნარჩენების მართვისთვის „თეგეტა ჰოლდინგმა“ ავტორიზება მოიპოვა

  • საზოგადოება
  • 30.09.2022
  • 13:00
 “Tegeta Green Planet“ - სპეციფიკური ნარჩენების მართვისთვის „თეგეტა ჰოლდინგმა“ ავტორიზება მოიპოვა

თანამედროვე მსოფლიოსთვის სპეციფიკური ნარჩენებისგან მიღებული ზიანის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. დღეისათვის სპეციფიკური ნარჩენების მართვის ყველაზე ეფექტურ გზად მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპების დანერგვა ითვლება. კომპანიების მხრიდან გარემოსდაცვითი მიდგომა აერთიანებს მწარმოებლისა და იმპორტიორის პასუხისმგებლობას, ბაზარზე განთავსებულ პროდუქტზე, სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. აღნიშნული გულისხმობს, სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირებას, მათ გადამუშავებასა და აღდგენას. საქართველოში ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს ვალდებულება აიღო და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან  ავტორიზაცია მოიპოვა, ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია, „თეგეტა გრინ პლანეტია.“ კომპანია იღებს ვალდებულებას, მართოს სპეციფიკური ნარჩენები საბურავების, საავტომობილო აკუმულატორებისა და ზეთების მიმართულებით. ამ პროდუქტების ნაწილი, პირველადი გამოყენების შემდეგ სპეციფიკურ ნარჩენებად გადაიქცევა.

 „თეგეტა გრინ პლანეტის“ ხელმძღვანელი შალვა ახვლედიანი: „თეგეტა ჰოლდინგისთვის გარემოს დაცვაზე ზრუნვა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ნაწილია. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ შეგვექმნა კომპანია „თეგეტა გრინ პლანეტი“, რომელიც სწორედ სპეციფიკური ნარჩენების მართვას, მათ რეციკლირება, გადამუშავება და აღდგენას უზრუნველყოფდა . აღნიშნული უნდა განხორციელდეს მათი სეპარირებული შეგროვებით, გადამუშავებით და ახალი პროდუქციის მიღებით, რომელიც თავიდან ჩაეშვება ბაზარზე. ამასთანავე გვსურს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ ამ მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ თეგეტაში ნარჩენების მართვა აქამდეც ხდებოდა, თუმცა, 2022 წლის ივლისიდან, პროცესი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა.“

„თეგეტა გრინ პლანეტს“ ნარჩენების მართვის ვალდებულება 2023 წლიდან ერთვება. ამ დრომდე კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიცაა შეგროვების პუნქტების მოძიება, ლეგალიზების სამუშაოები, ლიცენზირებული გადამამუშავებელი ქარხნების მოძიება და პროცესების დაგეგმვა, რათა სპეციფიკური ნარჩენების უფრო დიდი მასის მართვა, კანონის შესაბამისად განხორციელდეს.

სამომავლოდ „თეგეტა გრინ პლანეტი“ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებლობის აღების გარდა, ქვეყნის ყველა რეგიონში  გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას აპირებს. ასევე, გარემოსდაცვით საკითხებზე,  საზოგადოების მეტად ინფორმირებისათვის, კომპანიაში სხვადასხვა ბიზნესსუბიექტებისა და ორგანიზაციების ჩართულობით, საინფორმაციო კამპანიებს წარმოება იგეგმება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge