png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა - მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე

  • კომენტარები
  • 30.09.2022
  • 16:27
ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა - მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე

ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

ვაშაძემ განაცხადა, რომ „საქართველოს პარლამენტში და უმაღლეს თანამდებობებზე არის დაახლოებით რუსეთის 15 აგენტი-რეზიდენტი, მათ შორის არის „ოთხეული“ და ყველაზე საგანგაშოა, რომ მათ სათავეში უდგას ირაკლი კობახიძე“.

„ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, თქვენ წინაშე ამის თქმას ვერ ვიკადრებ. პირდაპირ და მის გასაგონად ვამბობ. როგორ მორალურ ფსკერზეა ეს ადამიანი დაცემული უკვე, იცით?! ნებისმიერ რამეს იტყვის, რაც არ უნდა დასჭირდეს, ნებისმიერი რამის მთქმელია. ამ ბოლო დროს განსაკუთრებით და შემდეგ დარბაზში ვერ შემოდის, იმდენად მშიშარა ადამიანია. ისეთ მორალურ ფსკერზეა, ისეთ რაღაცებს კადრულობს და ლაპარაკობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა.

რაც შეეხება აგენტებს და აგენტურას. ამ ბოლო დროს გაიოლდა ეს სიტყვა, ნებისმიერის მიმართ შეუძლიათ, ილაპარაკონ, ასე დაგაბრალონ რაღაც ფაქტი კი არა, ლოგიკაც არ არსებობს. ეს აგენტი ისე შეაჩვიეს საზოგადოებას, ხალხს, კონკრეტულ პიროვნებებს, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და მართლა ჩვეულებრივი ამბავია მათთვის. იცით, რატომ? მაგალითად, მსოფლიოში, დღეს ცივილიზებულ სამყაროში, რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომელთაც არ უნდათ უკრაინაში ბავშვებისა და ქალების დახოცვა, დეზერტირებს უწოდებს მხოლოდ პუტინი, მისი ხელისუფლება და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც დახვდნენ ლარსზე პლაკატებით, დეზერტირები რომ დააწერეს. ეს მათი ქვეცნობიერია, ეს არის მათი პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერი, დეზერტირებს პუტინთან ერთად თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ისინი ეძახიან. აშშ-მ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომ შეიფარებდა ამ ადამიანებს.

ასევე რა იკადრა ადამიანმა ამ როყიო სიტყვების სროლის გარდა. ჯერ შემოგვასაღა ინფორმაცია, რომ საბჭოთა 15 ქვეყანამ გადასცა შეიარაღება უკრაინას. ეს ამბავი შემოგვასაღა, ეს გვკადრა. რომ ჩამოვთვალოთ, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ჩვენი მეზობელი ქვეყნები, ესენი ამ ამბავში თურმე ჩართული იყვნენ. წარმოიდგინეთ, რა მდარე ტყუილებს ლაპარაკობს, შემდეგ თან ადასტურებს, თურმე აშშ იმგვარი მოქმედებებით იყო დაკავებული, რომელიც პრაქტიკულად ომში ჩართვის პირდაპირი ხისტი მცდელობა იყო. თან ამას ადასტურებს და თან იტყუება რაღაცებს, რომ ეს მოხდა სხვა 14 ქვეყანაშიო და მარტო საქართველომ თქვა ამაზე უარიო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge