png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, დამაზიანებელი იქნება - ვახტანგ მეგრელიშვილი

  • კომენტარები
  • 03.10.2022
  • 13:10
დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, დამაზიანებელი იქნება  - ვახტანგ მეგრელიშვილი

ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

„მნიშვნელოვანია, ღიად ვთქვათ, რა პრობლემა გვჭირს. ეს კონკრეტული კანონი ადამიანის უფლებების შემზღუდველია და არათუ დაგვეხმარება, რომ ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არამედ პირიქით – ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს არ აქვს კავშირი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციასთან. რეკომენდაციებში იმიტომ ჩაიწერა, რომ საუბარია ივანიშვილზე, რომელსაც ერთპიროვნულად შეუძლია მმართველი პოლიტიკური ძალის მართვა, მაგრამ ის არანაირი ოლიგარქი არ არის. იმ გაგებით, რა გაგებითაც უკრაინული კანონმდებლობაა წარმოდგენილი, ეს ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ეხება. მართლა თუ გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს. ეს არის ერთადერთი პასუხი იმ პრობლემაზე, რომელიც დაგვისვეს“, – აღნიშნა მეგრელიშვილმა.

იურიდიული კომიტეტი დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს დღეს განიხილავს

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge