png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ირანში სკოლის მოსწავლეები საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ

  • მსოფლიო
  • 05.10.2022
  • 13:36
ირანში სკოლის მოსწავლეები საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ

ირანში სკოლის მოსწავლე გოგონები საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ, რომელმაც ქვეყანა 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მოიცვა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, ირანის რამდენიმე ქალაქში  დემონსტრანტების პროტესტი სკოლის ეზოებსა და ქუჩებში.

თეირანის გარეუბანში მდებარე ქერეჯში გოგონებმა სკოლიდან გააძევეს სასწავლო დაწესებულებების თანამშრომლები. კადრებში ისმის გოგონების ხმა „სირცხვილი თქვენ!“.

ქერეჯში აღბეჭდილ სხვა კადრებში ჩანს სტუდენტების საპროტეტსო აქცია, რომლის მონაწილეებიც სკანდირებენ: „თუ ჩვენ არ გავერთიანდებით, ყველას დაგვხოცავენ“.

ქალაქ შირაზში სკოლის მოსწავლეებმა მთავარი ქუჩა გადაკეტეს და ჰიჯაბები მოიხსნეს. „სიკვდილი დიქტატორს!“- სკანდირებდნენ გოგონები. მათი ეს პროტესტი მიმართული იყო უზენაეს ლიდერ ალი ჰამენეის წინააღმდეგ.

სკოლის მოსწავლეების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც აიათოლა ჰამენეიმ შეერთებული შტატები და ისრაელი „ამბოხის“ ორგანიზებაში დაადანაშაულა.

ჰამანეიმ ასევე მხარდაჭერა გამოუცხადა უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან აქციების სასტიკ დარბევაზე.

ირანში საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მოსახლეობის პროტესტი 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო, რომელიც „მორალის პოლიციამ“ ჰიჯაბის არასწორი გამოყენების გამო დააკავა. დაკავების შემდეგ გოგონა კომაში ჩავარდა. იმავე დღეს ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ორი დღის შემდეგ შინაგანი დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

ნორვეგიულმა ორგანიზაცია Iran Human Rights-მა სამშაბათს, 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სულ მცირე 154 ადამიანი მოკლეს. მათ შორის აქციის 63 მონაწილე ქალაქ ზაჰედანში, პარასკევს, 30 სექტემბერს შეტაკებების დროს დაიღუპა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge